Find a Lawyer

Lena Gojaeva✓

Lena Gojaeva

GBA BAR ID: 10993📍 Tbilisi
0.0Rating
0Reviews
5years of experience

Biography

Some biography text is shown in its supplied language.

ლენა გოჯაევა არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, იურისტი და იურიდიული კომპანია „Gojaevs Law Bureau“-ს დამფუძნებელი. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებებს, ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივ კონსულტირებას, სასამართლო წარმომადგენლობასა და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას.

საშუალო განათლება მიიღო კერძო სკოლა „მოძღვარში“. 2022 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2023 წელს მონაწილეობა მიიღო უნგრეთში, პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Pázmány Péter Catholic University) გამართულ საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამაში რომაული სამართლის მიმართულებით.

2024 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მოიპოვა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამაგისტრო ნაშრომი მიუძღვნა უძრავი ქონების სამართლის აქტუალურ საკითხს — „მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სამართლებრივი ასპექტები“.

2020 წელს კონკურსში „მომავლის სამი საუკეთესო ადვოკატი“ შევიდა საუკეთესო სამეულში, ხოლო 2021 წელს პირველი ადგილის მფლობელი გახდა კონკურსში „ხელშეკრულების შედგენის მეთოდიკა“.

2020–2022 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GSCC-ში, სადაც მიიღო პრაქტიკული გამოცდილება იურიდიული კონსულტირებისა და სამართლებრივი საკითხების ანალიზის მიმართულებით.

მოგვიანებით დააფუძნა საკუთარი იურიდიული კომპანია „Gojaevs Law Bureau“, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და ხელმძღვანელობს საკუთარ იურიდიულ ოფისს თბილისში.

2025 წლიდან არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

პრაქტიკული საადვოკატო საქმიანობის პარალელურად ჩართულია საგანმანათლებლო სფეროში. არის ერთ-ერთი კოლეჯის იურიდიული წარმომადგენელი და სამართლის მიმართულების პედაგოგი. ასევე, ატარებს პრაქტიკულ სასწავლო კურსს „სარჩელის შედგენის მეთოდიკა“, რომლის მიზანია მსმენელებისთვის სასამართლო საპროცესო დოკუმენტების მომზადების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება.

Lawyers in Georgia

Practice areas

Property lawBusiness lawCivil lawCriminal lawFamily lawImmigration lawLabour lawTax law

Languages

AzerbaijaniEnglishGeorgianTurkish

Service areas

BolnisiMarneuliQardabaniRustaviTbilisi

Education

  • ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი · Bakalavr (LL.B) · 2022
  • სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი · Magistr (LL.M) · 2024
  • უნგრეთის პიტერ პაზმანის უნივერსიტეტი · Digər / Sertifikat · 2023

Online consultation

120 ₾
Select a date
Select a time

Select a date first