Գտնել փաստաբան

Edda Gojaeva✓

Edda Gojaeva

GBA BAR ID: 9953📍 Tbilisi
0.0Վարկանիշ
0Կարծիքներ
7տարվա փորձ

Կենսագրություն

Կենսագրության որոշ հատվածներ ներկայացված են տրամադրված լեզվով։

ედდა გოჯაევა

ადვოკატი (ზოგადი სპეციალიზაციით, 2022 წლიდან)

მედიატორი (2026 წლიდან)

ედდა გოჯაევა არის იურისტი, ადვოკატი და მედიატორი. იგი Gojaev’s Law Office-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორია. ამავდროულად, არის GLB Training Center-ის თანადამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი, ასევე მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ლექტორი.

ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და ამჟამად არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მიგრაციის სამართალი, რომლის ფარგლებშიც მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე.

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში წარმატებით უწევდა იურიდიულ დახმარებას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ კლიენტებს საოჯახო, სამემკვიდრეო, სამოქალაქო, კორპორაციული, სახელშეკრულებო, შრომითი, მიგრაციის, ადმინისტრაციული და სამართლის სხვა სფეროებში. თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად უდგება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორი სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავებასა და კლიენტის უფლებებისა და ინტერესების ეფექტიან დაცვას.

ედდა გოჯაევა არის არაერთი სამეცნიერო სტატიის, იურიდიული ტრენინგისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამის ავტორი. მისი ერთ-ერთი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციაა:

“Assessment of the Principle of Credibility with Regard to Granting Refugee Status”

[https://www.researchgate.net/publication/394834965_Kizeitar_Gojaeva_ASSESSMENT_OF_THE_PRINCIPLE_OF_CREDIBILITY_WITH_REGARD_TO_GRANTING_REFUGEE_STATUS](https://www.researchgate.net/publication/394834965_Kizeitar_Gojaeva_ASSESSMENT_OF_THE_PRINCIPLE_OF_CREDIBILITY_WITH_REGARD_TO_GRANTING_REFUGEE_STATUS)

Gojaev’s Law Office წარმოადგენს იურიდიულ ბიუროს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სამართლის სფეროში სპეციალიზებულ პროფესიონალ ადვოკატებს. ბიუროში საქმიანობენ გამოცდილი სპეციალისტები საოჯახო, სამოქალაქო, სისხლის სამართლის, კორპორაციული, შრომითი, მიგრაციის, ადმინისტრაციული და სხვა სამართლებრივი მიმართულებებით. თითოეული სამართლებრივი საკითხი განიხილება შესაბამის სფეროში სპეციალიზებული ადვოკატის მიერ, რაც უზრუნველყოფს კლიენტებისთვის პროფესიონალურ, ოპერატიულ და შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებას.

მიუხედავად იმისა, თუ სამართლის რომელ სფეროს მიეკუთვნება თქვენი საქმე, Gojaev’s Law Office-ის გუნდი მზად არის გაგიწიოთ სანდო, კვალიფიციური და პროფესიონალური იურიდიული დახმარება.

სამუშაო ენები:

• აზერბაიჯანული

• ქართული

• ინგლისური

• თურქული

Փաստաբաններ Վրաստանում

Մասնագիտացումներ

Քաղաքացիական իրավունքԲիզնես իրավունքՔրեական իրավունքԸնտանեկան իրավունքՆերգաղթի իրավունքԱշխատանքային իրավունքԳույքային իրավունքՀարկային իրավունք

Լեզուներ

ադրբեջաներենանգլերենվրացերենթուրքերեն

Սպասարկման տարածքներ

BolnisiMarneuliQardabaniRustaviTbilisi

Կրթություն

  • İvane Cavaxişvili adına Tbilisi Dövlət Universiteti · Bakalavr
  • Sulkhan-Saba Orbeliani Universiteti · Magistr
  • Sulkhan-Saba Orbeliani Universiteti · Doktorantura

Առցանց խորհրդատվություն

120 ₾
Ընտրեք ամսաթիվը
Ընտրեք ժամը

Նախ ընտրեք ամսաթիվը