კანონმდებლობა
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს პოლიციის ორგანიზაციას, საქმიანობის პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და საპოლიციო ღონისძიებებს. სარჩევში მუხლის სათაურის არჩევით შეგიძლიათ დოკუმენტის შესაბამის ნაწილზე გადახვიდეთ. სამართლებრივ გამოყენებამდე გვერდის ინფორმაცია და ტექსტი „მაცნეს“ ოფიციალურ რედაქციასთან გადაამოწმეთ.
პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი. პოლიციის შესახებ კანონი განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილებას და მოქალაქესთან ურთიერთობის წესებს.
ოფიციალური წყარო და ტექსტის რედაქცია
ოფიციალური დასახელება: პოლიციის შესახებ
იურისდიქცია: საქართველო
ოფიციალური დოკუმენტი Matsne-ზე
მიღების თარიღი:
LIDA.ge-ზე განთავსებული ტექსტი არაოფიციალური ხელახალი გამოცემაა. ოფიციალური დოკუმენტი იხილეთ Matsne-ზე.
ამ ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ ოფიციალურ რედაქციასთან ცალკე არ არის დადასტურებული. გამოყენებამდე გადაამოწმეთ შესაბამისი რედაქცია Matsne-ზე.
კანონის ტექსტი
საქართველოს კანონი
პოლიციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის
ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო
ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ
ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური
დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.
2. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა.
3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ –
სამინისტრო) სისტემაში დასაქმებულ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური
წოდების მქონე პირსა და სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეზე (შემდგომ – სამინისტროს
მოსამსახურე) მათი სამსახურებრივი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით, საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ სამინისტროს მოსამსახურეზე.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი No3515 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი No338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოება – პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა
აქტების ურღვევობა;
ბ) მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა,
რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და
ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას;
გ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა
მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი
მიადგება პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს;
დ) საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა
ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად;
ე) ადმინისტრაციული რეალაქტი – ისეთი საჯაროსამართლებრივი ქმედება, რომელიც მიმართულია
არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ, შეცვლისაკენ ან შეწყვეტისაკენ, არამედ
ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ;
ვ) სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიება – სამსახურებრივ-ორგანიზაციული, საპროცესო, საგამოძიებო,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი,
სარეჟიმო, ტექნიკური და სამხედრო-ტაქტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელსაც
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მისთვის დაკისრებული ფუნქციების
შესასრულებლად.
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
მუხლი 3. საქართველოს პოლიცია
საქართველოს პოლიცია (შემდგომ – პოლიცია) არის სამინისტროს სისტემაში შემავალი,
აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების
სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში
ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად.
მუხლი 4. პოლიციის ორგანიზაციული მოწყობა
1. პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირი და სამინისტროს სხვა
მოსამსახურე.
2. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული
ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
3. პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს
სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც
მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
4. პოლიციელის ფიცის ტექსტს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი No338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
მუხლი 4 1 . დროებითი მოთავსების იზოლატორი
1. სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომ –
იზოლატორი), რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული
შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის განთავსების აღსრულების
უზრუნველყოფა და იზოლატორში განთავსებული პირის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.
2. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:
ა) იზოლატორის სამართლებრივი სტატუსი, ამოცანები, ფუნქციები და შინაგანაწესი, იზოლატორის
მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები;
ბ) იზოლატორში პირის მოთავსების წესი, მათ შორის, იზოლატორში მიღებისას პირის
დაქტილოსკოპიური მონაცემების აღების, ფოტოსურათის გადაღებისა და მათი დამუშავების წესი;
გ) იზოლატორში მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისა და მისი ნივთების შემოწმების წესი;
დ) იზოლატორში მოთავსებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმების წესი;
ე) იზოლატორში მოთავსებული პირის უფლებები და მოვალეობები;
ვ) იზოლატორში მოთავსებული პირის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის წესი;
ზ) იზოლატორში სხვა პირთა შესვლის წესი;
თ) იზოლატორში უსაფრთხოების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები;
ი) იმ ნივთების (საგნების), დოკუმენტებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა
ამანათის სახით მიღების უფლებაც აქვს იზოლატორში მოთავსებულ პირს ან რომელთა იზოლატორში
მოთავსებულ პირთან შეტანაც იკრძალება;
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
კ) იზოლატორში პირის მოთავსების აღსრულების წესი და პირობები.
3. იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ
პირთა მიმართ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და
კონტროლი. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და
განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი No2296 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
მუხლი 5. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია,
საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს
პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის
სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება პოლიციელსა და სამინისტროს სხვა
მოსამსახურეზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტით
ან/და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის
დადგენილი.
3. ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს
ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს
ადმინისტრაციულ რეალაქტებს.
4. პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების –
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით.
პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასა და გაცნობაზე არ ვრცელდება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესები .
5. პოლიციის მიერ დანაშაულის გამოვლენის, აღმოფხვრისა და გამოძიების მიზნით
განხორციელებული სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების სამართლებრივი ფორმები
განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და სხვა შესაბამისი
ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი No713 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი No338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
მუხლი 6. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა
1. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობა ეფუძნება საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებს, ნაცვალგების პრინციპსა და რეგიონალურ თანამშრომლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო მასშტაბით
დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით სხვა
სახელმწიფოთა შესაბამის სამსახურებთან და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან მჭიდრო
თანამშრომლობა.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი No3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 7. პოლიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის
ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან
1. პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან,
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
2. პოლიციის მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის
საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით .
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6919 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 7 1 . შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა
საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას პოლიცია უზრუნველყოფს „შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
უფლებების დაცვას.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6837 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი II
პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
მუხლი 8. პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები
1. პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის,
თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა
და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
2. პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო
პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
პასუხისმგებლობას.
მუხლი 9. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის
პრინციპი
1. პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა
ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური
ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს,
გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.
2. საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და
დამამცირებელი მოპყრობა.
მუხლი 10. კანონიერების პრინციპი
1. პოლიციელის მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის
უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან.
2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების
ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს.
3. კანონისმიერი დათქმის პრინციპის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც
იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.
მუხლი 11. დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი
პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები,
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, შეზღუდული შესაძლებლობისა,
რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური
კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა
და სხვა მახასიათებლებისა.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6837 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
მუხლი 12. თანაზომიერების პრინციპი
1. საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული
საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.
2. პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის
ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
3. პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ
იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ
ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს.
4. პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ
აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.
5. პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა,
რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
მუხლი 13. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი
1. პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების
საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
2. პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება.
3. პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები,
თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.
4. საფრთხის აღკვეთისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე
საპოლიციო ღონისძიების არსებობისას საკმარისია ერთ-ერთის გამოყენება.
მუხლი 14. პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი
პოლიციელი საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს უპარტიობის პრინციპის დაცვით.
პოლიციელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე
პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისათვის.
მუხლი 15. პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი
1. პოლიცია ვალდებულია თავისი საქმიანობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ
ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს.
2. პოლიცია ვალდებულია საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს სწრაფად
მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, იმგვარად, რომ არ გაახმაუროს
სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, პერსონალური
მონაცემები და გამოძიების მასალები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პოლიციამ პერსონალური მონაცემები უნდა დაამუშაოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. პოლიცია უფლებამოსილია დაამუშაოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონით გათვალისწინებული სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულადი მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ
პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით.
საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3319 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.
თავი III
პოლიციის ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მუხლი 16. პოლიციის ფუნქციები
1. პოლიციის ძირითადი ფუნქციაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და
მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილება.
2. პოლიციის ფუნქციებია:
ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;
ბ 1 ) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძებნაში პირთა დახმარება თავისი კომპეტენციის
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
ფარგლებში;
გ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით
პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
დ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით , საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების
საფუძველზე;
ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი
რეჟიმის დაცვა და კონტროლი;
ვ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და
გამოწვევების ანალიზი და დამნაშავეობასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება;
ზ) სანებართვო, სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება;
თ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა;
კ) არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების
უზრუნველყოფა;
კ 1 ) თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირისა და დროებითი დაცვის
მქონე პირის უფლებების დაცვა;
ლ) საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;
მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
უფლებამოსილებების განხორციელება;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში მონაწილეობა;
ო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა;
ო 1 ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და მისი
ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან
პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული
უცხოელის იზოლატორში განთავსება;
ჟ) ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით
საინფორმაციო ბაზების (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების, ნასამართლობისა და მსჯავრდების
შესახებ ბაზების) წარმოება და ამ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზების წარმოებისა
და აღნიშნულ ბაზებში დაცული მონაცემების დამუშავების წესი და პირობები განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი No3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი No1683 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი No1683 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი No3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი No1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი No1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი No2296 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი No338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი No867 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
მუხლი 17. პოლიციის უფლებამოსილებანი
1. პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის
ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების
აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე
იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების
ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების
უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და ნუსხის შესაბამისად
სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფიზიკურად უზრუნველყოფა;
დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, აგრეთვე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა
მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის
პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში არასრულწლოვანთა
განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;
ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების
დაცვის ზედამხედველობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის
სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის სამართლის პროცესის
მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად;
თ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალთა მიმართ
ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ
ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების,
გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი
წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის
შესახებ, აგრეთვე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მესაკუთრის (თუ დასტურდება ამ მობილურ
საკომუნიკაციო აღჭურვილობაზე მისი საკუთრების უფლება) განცხადების საფუძველზე აღნიშნული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით მისი ძებნისა და საჭიროების
შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ინიციირება საქართველოს
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების
განხორციელება;
მ) ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნით შექმნილი დაქტილოსკოპიური მონაცემების გამოთხოვა
და დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში შეტანა.
2. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის
ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ:
ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის,
მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა
და პირობების შესრულებას;
ა.ბ) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღასრულებს სოციალური
მუშაკის მიერ მიღებულ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას;
ა.ბ 1 ) აკონტროლებს მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების
უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ დაწესებული ელექტრონული ზედამხედველობის
აღსრულებას;
ა.ბ 2 ) ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადის საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ახორციელებს მის
ძებნას ქვეყნის მასშტაბით;
ა.გ) ასრულებს კანონით პოლიციისთვის დაკისრებულ სხვა მოვალეობებს;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს საცხოვრებელი
სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი
პირის/პირების გამოსახლებას/გამოყვანას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მინისტრის
ბრძანებით დადგენილი წესით ;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომელსაც არა აქვს ან ჩამორთმეული აქვს
მართვის უფლება, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური,
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით
წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება
მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის დაკავების აუცილებლობას
ადგენს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს პირის სხეულიდან ფსიქოტროპული/ნარკოტიკული
საშუალების კვალის გაქრობის/შემცირების საფრთხე) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20
ნოემბრის გადაწყვეტილება No1/3/697 – ვებგვერდი, 22.11.2024წ.
ე) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ ინფორმაციას დანაშაულისა და სხვა
სამართალდარღვევათა შესახებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ, დაუყოვნებლივ რეაგირებს
მათზე, აღრიცხავს სამართალდარღვევებსა და მათ ჩამდენ პირებს;
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს:
ვ.ა) სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
ვ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ
საგამოძიებო მოქმედებებს (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე
ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს
ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს);
ვ.გ) ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო, ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა და სხვა საქმეებზე;
ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და
ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა ძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს
შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას;
კ) მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
3. პოლიცია საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში,
საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; იცავს პირთა უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, აგრეთვე
ხელყოფისაგან იცავს ქონებას, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს აღმოუჩენს
გადაუდებელ დახმარებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო ან საომარი
მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს –
საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;
ბ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს
სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების
უსაფრთხოებასა და მზადყოფნას, აგრეთვე პირადი (სამინისტროს) შემადგენლობის სრულ
სამობილიზაციო მზადყოფნას;
გ) იღებს, ამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს აწვდის
შეტყობინებებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო
დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები
ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და
წნევის ცვალებადობისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ.
4. პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციიდან გამომდინარე,
უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს
საზღვაო სივრცეში და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ გემებზე
კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას (მათ შორის, ბიომეტრიული
მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას), აგრეთვე
არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის
პრევენციასა და აღკვეთას, მიგრაციისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
მოთხოვნების შესრულებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით
გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლების“ განხორციელებას.
5. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად იღებს ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა
ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
6. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25
ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად, პოლიცია:
ა) ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფის (შემდგომ − ცენტრალური ორგანო) შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების
საფუძველზე ადგენს არასრულწლოვანის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;
ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს
ცენტრალური ორგანოს მიერ საქმისწარმოების დაწყებიდან სასამართლო გადაწყვეტილების
აღსრულებამდე პერიოდში არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ
ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის
საქართველოდან აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების
შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში.
6 1 . პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის
ფარგლებში უფლებამოსილია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები მოიპოვოს,
მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და
ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი
საინფორმაციო ბაზა):
ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერის
გამოცემისას ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკის
შესაფასებლად;
ბ) სამინისტროს იზოლატორში პირის განთავსებისას პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო
აღჭურვილობის მოძიების მიზნით პოლიცია უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას,
რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას
ან/და მომსახურებას, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის
საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი
მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის
ფაქტის დაფიქსირებისა და მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ დაუყოვნებლივ
შეტყობინების თაობაზე. იმავე მიზნით პოლიცია უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა
დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) და მისი
შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. პოლიციის მიერ ამ
პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის
დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
8. მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების, სატელეფონო
ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის
დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის ამ კანონითა და
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიღების შემდეგ
პოლიცია უზრუნველყოფს სატელეფონო ნომრის მფლობელის დადგენას, ამ კანონით დადგენილი
წესით მის პოლიციაში მოწვევასა და გამოკითხვას, აგრეთვე სათანადო საფუძვლების არსებობისას
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის განმცხადებლისთვის გადაცემას. მოცემულ შემთხვევაში
სატელეფონო ნომრის მფლობელის პოლიციაში გამოცხადება სავალდებულოა.
9. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
შეიძლება განისაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე
ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლებელია განახორციელოს სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა
შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი No2692 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი No3556 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი No3712 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი No3922 - ვებგვერდი,15.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი No4627 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი No5454 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი No765 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი No960 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი No3100 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი No5032 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი No5768 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი No6057 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი No6761 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი No1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი No3515 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No4002 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება No1/3/697 – ვებგვერდი, 22.11.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი No276 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი No338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი No1149 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი No1403 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
თავი IV
საპოლიციო ღონისძიებები
მუხლი 18. პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები
1. პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან
აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს
შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს:
ა) პირის გამოკითხვა;
ბ) პირის იდენტიფიკაცია;
გ) პირის მოწვევა;
დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი;
ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;
კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება;
ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
2. პოლიცია სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ამ კანონის,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის სფეროებში საქართველოს
კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
3. პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის,
იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი,
თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.
4. პოლიცია პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას
ითვალისწინებს არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ თავისებურებებსა და საუკეთესო ინტერესებს.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი No3712 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
მუხლი 19. პირის გამოკითხვა
1. პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის
ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს
პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:
ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან
ჩაიდენს მას;
გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან
სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;
დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც
საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად
შეუძლებელია;
ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;
ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება
სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.
1 1 . პოლიცია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების
განხორციელებისას, მათ შორის, სავარაუდოდ, ძებნილი პირის, სავარაუდოდ, დაკარგული პირის ან
საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, უკანონოდ მყოფი უცხოელის იდენტიფიკაციის მიზნით
ან პირისთვის უფლების შეჩერების ან ჩამორთმევის ფაქტის გადამოწმების მიზნით, შესაბამისი პირის
შესახებ მონაცემები სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადაამოწმოს.
2. პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი
ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის
მიერ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა. 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება
შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
3. პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ
შეუშლის პოლიციას, შეასრულოს ამ კანონით დაკისრებული ფუნქციები. ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი No1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი No1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 20. პირის იდენტიფიკაცია
1. პოლიცია უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია, თუ
პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების
განხორციელებით შეუძლებელია ან განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ან არსებობს
საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის
დამადასტურებელი საბუთები არ ასახავს მის ვინაობას, და პირის იდენტიფიკაცია საჭიროა
სამართალდარღვევის პრევენციისთვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ
პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.
2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:
ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;
ბ) ფოტოსურათის გადაღება;
გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;
დ) სიმაღლის გაზომვა;
ე) ხმის ჩაწერა;
ვ) მონაცემების სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმება;
ზ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.
3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება,
გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.
4. პოლიციელი პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს, რომელშიც
მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი
გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი პოლიციელი და ღონისძიების
ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში
შესაბამისი ჩანაწერი კეთდება. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა,
რომელიც მან ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირების ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების
სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით განხორციელების შემთხვევაში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, 3 დღის ვადაში
მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოსთხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების
შესახებ აქტი.
7. ამ მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განხორციელების, მათ შორის,
მონაცემების სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში გადამოწმების, წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი No1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი No338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
მუხლი 21. პირის მოწვევა
1. პოლიციას უფლება აქვს, გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში, თუ:
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, რომელიც
პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება;
ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.
2. შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი.
3. მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ პოლიციაში გამოცხადება და
პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების
თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები.
5. არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან
ერთად.
6. მოწვეული სრულწლოვანი პირის პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4
საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.
7. მოწვეულ პირთან გასაუბრების შესახებ დგება გასაუბრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მოწვეული
პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან
კანონიერი წარმომადგენელი, და ოქმის შემდგენი პოლიციელი. მოწვეულ პირთან გასაუბრების ოქმში
უნდა მიეთითოს გასაუბრების ადრესატი, გასაუბრების საფუძველი, მოწვეული პირისთვის მისი
უფლებების განმარტების შესახებ და სხვა ფაქტობრივი გარემოებები. მოწვეული პირის მიერ
გასაუბრების ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი No1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
მუხლი 22. ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება
1. პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით,
სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.
2. პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში
ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა
შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) პირი იმყოფება ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური რეჟიმისადმი
დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება,
იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან
შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.
3. ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი. გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა
პოლიციელმა მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.
4. პოლიციის პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციელს უფლება აქვს,
განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ:
ა) იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ
შემოწმებას;
ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი;
გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი,
რომელიც ამოღებული უნდა იქნეს;
დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის
იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლადაც
აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.
5. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და
სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში −
აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას.
6. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან
სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.
7. პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების
კანონიერების გასაჩივრების უფლება.
8. პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს.
9. პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელებისას ადგენს ოქმს. ოქმს ხელს
აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი, ხოლო ნივთის ან სატრანსპორტო
საშუალების შემოწმების/დათვალიერების დროს ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის
შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს მისი ოჯახის წევრი, ღონისძიების ადრესატის ოჯახის წევრის ადგილზე
არყოფნის შემთხვევაში კი − მეზობელი. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და
ფაქტობრივი გარემოებები. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის
შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმზე ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში
შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. თუ შეუძლებელია
შესამოწმებელი/დასათვალიერებელი ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის
დადგენა, პოლიციელი ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებას ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა
მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.
10. თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით .
მუხლი 23. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება
1. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, როგორც პრევენციული ღონისძიება, გულისხმობს
სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან
სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის
აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად. სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული
ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.
2. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას,
როგორც პრევენციულ ღონისძიებას, ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი საგანი, რომლის ფლობა
სამართალდარღვევა ან სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე
დადგენილი წესის დარღვევა იქნებოდა;
ბ) ეს აუცილებელია უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ვინაობის დასადგენად;
გ) პირი სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის
კონტროლს.
3. პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სქესის პოლიციელის მიერ პირის სპეციალური
შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულ
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
ძალისხმევას მოითხოვს. პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განსხვავებული სქესის
პოლიციელის მიერ განხორციელება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.
4. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ
შემოწმებასა და დათვალიერებას, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, ახორციელებს ამ კანონის 22-ე
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. გემის სპეციალური შემოწმება და დათვალიერება ხორციელდება:
ა) დროშის სახელმწიფოს დასადგენად;
ბ) გემის ეკიპაჟისა და მგზავრების ინსპექტირების მიზნით;
გ) გემის უსაფრთხოების, სანავიგაციო-სანაოსნო საშუალებების, გარემოსდაცვითი და საყოფაცხოვრებო
პირობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
6. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას უნდა
დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.
7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიციელი ვალდებულია
პირს განუმარტოს ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.
8. თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი,
პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი
წესით .
მუხლი 24. სპეციალური საპოლიციო კონტროლი
1. პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი
იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.
2. სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და
განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის
ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის
მისაღწევად განხორციელებული შემოწმება.
3. სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ წერილობით განკარგულებას
გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირ
განკარგულებას გამოსცემს მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი. ასეთი
ზეპირი განკარგულება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს.
4. სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5
პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება.
5. სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს
ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.
მუხლი 25. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა
1. პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით
დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის
თავიდან ასაცილებლად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის
აღმოფხვრამდე.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის უფლების
ხანგრძლივ შეზღუდვას, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილით.
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
მუხლი 26. პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის
შეზღუდვა
1. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს
პირის გადაადგილება:
ა) თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) პირის მიერ ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის
შემთხვევაში;
გ) დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.
2. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს
ნივთის ფაქტობრივი ფლობა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან
აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და
ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.
3. ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა ხორციელდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელისათვის
ჩამორთმევით, მისი გადატანა-გადაზიდვის ან სხვაგვარი შეზღუდვით.
4. პირის გადაადგილებისა და ნივთის გადატანა-გადაზიდვის დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ
უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი.
მუხლი 27. ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება
1. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, გზაზე, შენობის
გარე პერიმეტრზე, საქართველოს სასაზღვრო ზონაში, საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და
საქართველოს საზღვაო სივრცეში დაამონტაჟოს/განათავსოს და გამოიყენოს
ფოტოვიდეოტექნიკა/აღჭურვილობა ან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური
აღჭურვილობა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური
ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ:
ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით;
ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, აგრეთვე სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში
დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და პირის
უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად;
დ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისთვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის
მიზნით.
1 1 . საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი,
რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის
დამონტაჟება/განთავსება, აგრეთვე აღნიშნული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური
მახასიათებლები და ექსპლუატაციის წესი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამონტაჟებული/განთავსებული
ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა
იყოს თვალსაჩინო ადგილას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით
განსაზღვრულ შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე პოლიცია უფლებამოსილია თავის
სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე
დაამონტაჟოს/განათავსოს ფოტო- და ვიდეოტექნიკა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი
ხელსაწყო. ამ შემთხვევაში ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების
http://www.matsne.gov.ge 14003000005001017194
შესახებ ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა (შესასვლელებსა) და
გამოსასვლელში (გამოსასვლელებში). პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე
ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის
გამოყენებისას საგზაო მონაკვეთზე ინფორმაციის მითითება საჭირო არ არის.
4. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე დამონტაჟებული/ განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე
არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენება (უშუალოდ გადაღება)
დასაშვებია მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საგზაო მონაკვეთზე.
პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის, აგრეთვე
არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოს გამოყენების შედეგად მოპოვებული
ინფორმაცია უნდა განადგურდეს მისი მოპოვებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მოპოვებული ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით განსაზღვრულ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ასახავს და მისი დაარქივება ხდება
სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თუ მოპოვებული ინფორმაცია დანაშაულის შესახებ მონაცემებს შეიცავს, ინფორმაციის ამოღება ხდება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
5. პოლიციის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი
ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების საკითხები, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების საკითხები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი No713 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი No5613 – ვებგვერდი, 24.12.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 1 დეკემბრის კანონი No1036 – ვებგვერდი, 06.12.2021წ.
მუხლი 28. ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება
1. პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონითა და საქართველოს სხვა
კანონებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქმნის და იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და
უზრუნველყოფს მათ დაცვას.
2. პოლიციის მიერ გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ
უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით
აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას
ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.
3. ტექნიკური საშუალებების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 29. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება
1. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა რეგულირდება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ( ამოღებულია - 08.07.2015, No3922 ).
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი No3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი V
იძულების ღონისძიებები
მუხლი 30. იძულების ღონისძიებები
იძულების ღონისძიებები არის პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და
ცეცხლსასროლი იარაღის პ�
კითხვები კანონზე
რომელ მუხლშია პოლიციის საქმიანობისას ადამიანის უფლებების დაცვა?
მე-9 მუხლი ეხება ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპს; ასევე წაიკითხეთ კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპები. წაიკითხეთ მუხლი: მუხლი 9. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის
