კანონმდებლობა

კანონმდებლობა

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი

მოკლე მიმოხილვა

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი მოიცავს მოძრაობის ორგანიზებას, უსაფრთხოებას, სატრანსპორტო საშუალებებსა და მოძრაობის მონაწილეთა წესებს. სარჩევში მუხლის სათაურის არჩევით შეგიძლიათ დოკუმენტის შესაბამის ნაწილზე გადახვიდეთ. სამართლებრივ გამოყენებამდე გვერდის ინფორმაცია და ტექსტი „მაცნეს“ ოფიციალურ რედაქციასთან გადაამოწმეთ.

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი. საგზაო მოძრაობის წესები განსაზღვრავს მძღოლის, ქვეითისა და ტრანსპორტის ვალდებულებებს. ოფიციალური ტექსტი matsne.gov.ge-ზეა.

ოფიციალური წყარო და ტექსტის რედაქცია

ოფიციალური დასახელება: საგზაო მოძრაობის შესახებ

იურისდიქცია: საქართველო

ოფიციალური დოკუმენტი Matsne-ზე

მიღების თარიღი:

LIDA.ge-ზე განთავსებული ტექსტი არაოფიციალური ხელახალი გამოცემაა. ოფიციალური დოკუმენტი იხილეთ Matsne-ზე.

ამ ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ ოფიციალურ რედაქციასთან ცალკე არ არის დადასტურებული. გამოყენებამდე გადაამოწმეთ შესაბამისი რედაქცია Matsne-ზე.

ოფიციალური ტექსტი გადაამოწმეთ matsne.gov.ge-ზე.

კანონის ტექსტი

საქართველოს კანონი

საგზაო მოძრაობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის

უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო

ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო

ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს,

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების

რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.

2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და

მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობენ საგზაო

მოძრაობაში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ სატრანსპორტო

საშუალებაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

3. ამ კანონის მიზნებისათვის საგზაო მოძრაობად არ მიიჩნევა მოძრაობა:

ა) იმ გზაზე, რომელიც უფლებამოსილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს გადაწყვეტილებით

სპორტული ან მასობრივი ღონისძიების ჩასატარებლად დროებით დახურულია საგზაო

მოძრაობისათვის;

ბ) საგზაო მოძრაობისათვის მუდმივად დახურულ იმ ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია

სატრანსპორტო საშუალებებით სპორტული ღონისძიების ჩასატარებლად.

მუხლი 2. კანონის დანართები

1. ამ კანონს აქვს შემდეგი დანართები:

ა) დანართი No1. „საგზაო ნიშნები“;

ბ) დანართი No2. „საგზაო მონიშვნა“;

გ) დანართი No3. „სატრანსპორტო საშუალებებზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები“;

დ) დანართი No4. „შუქნიშნის ტიპები“;

ე) დანართი No5. „სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა

რაოდენობის შემცირების ცხრილი“.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართები ამ კანონის განუყოფელი ნაწილებია.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი No711 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საგზაო მოძრაობისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების

სფეროში

საგზაო მოძრაობისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა

შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ

კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 4. პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სფეროში

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

საგზაო მოძრაობისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის

დარღვევა იწვევს სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5. კანონში გამოყენებული ტერმინები

1. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და

რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.

2. ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა

მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება მიმდებარე ტერიტორიებს და:

ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის ორივე

მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც არ არის განკუთვნილი

მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა საშუალებებით გამიჯნული სავალი

ნაწილები;

ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა ბილიკსა და

ველობილიკს;

გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით „ავტომაგისტრალი“.

3. ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის

მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.

4. ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია

ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც,

ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და

ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების

გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ

ულიანდაგო სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო

საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი, რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადასაყვანად

ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი

სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა.

6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების

ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო

საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და

ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა.

6 1 . გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება – გზისპირა ზონაში სატრანსპორტო საშუალების

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმება ამ კანონის 11 1 მუხლის შესაბამისად.

7. არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და

სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება.

8. ბუქსირება − სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების დახმარებით

გადაადგილება.

9. გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე

სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების

მოძრაობისათვის.

10. გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ

მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება.

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

11. გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან

უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო

საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების

მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების

ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.

12. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება ჰქონდეს

როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად გამიჯნული ან სხვადასხვა

დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს,

ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს, ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას

(ტერიტორიას).

13. გზაჯვარედინი − ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით

ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე

ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.

14. გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება, არ

განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის

(პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის

მიმართულება ან სიჩქარე.

15. გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა, გვერდულასი, ველობილიკისა და

ქვეითთა ბილიკისა).

16. დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან ზღუდავს იმ

საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება.

17. დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი

აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

18. დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) − მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული

სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით.

19. დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული

სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული

მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით.

20. დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ

ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების

დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

21. დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.

22. ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი ბორბალი (თვალი) და

მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების

ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს. ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს. ველოსიპედთან

გათანაბრებულია კიდულძრავიანი ველოსიპედი.

23. ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი,

შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად

გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.

24. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია

ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან

გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი.

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

25. ინსტრუქტორ-მასწავლებელი − ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და

ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა პრაქტიკული მართვის მასწავლებელი, ფიზიკური

პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

26. იძულებითი გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური

გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე

მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.

27. კვადროციკლი − მსუბუქი კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი მექანიკური

სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი

მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის

გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა

კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება. ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს ტრიციკლისათვის გათვალისწინებულ ტექნიკურ

მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად.

28. კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის

კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ძრავის მუშა მოცულობა − 50 სმ 3 -ს; ორ- ან

სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ

აღემატება 25 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს;

ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე

აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს, ხოლო ელექტროძრავის მაქსიმალური

გამომუშავებული სიმძლავრე არ აღემატება 1 კვტ-ს.

29. კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო

საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.

30. კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით“

გათვალისწინებული განმარტება.

31. მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება, უკუსვლით მოძრაობა,

დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა (გადაჯგუფება).

32. მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის

რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება

აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და

შეაჩეროს მისი მოძრაობა.

33. მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი მითითების გარეშე)

ავტობუსის ან მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ

დამტკიცებული, წინასწარ დადგენილი გზასავალი.

34. მგზავრი − პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო

საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას.

35. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება,

გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, კიდულძრავიანი ველოსიპედისა და სალიანდაგო

სატრანსპორტო საშუალებისა.

36. მეხრე − გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან დასაჯდომი პირუტყვის წამყვანი, პირუტყვის გამრეკი ან

გამცილებელი.

37. მთავარი გზა − 2.1 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ამ ნიშნის მოქმედების ზონის მთელ

მონაკვეთზე. მთავარ გზად მიიჩნევა 1.7.1−1.7.7 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა − გზაჯვარედინზე,

გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით, მკვრივსაფრიანი გზა (ასფალტის, ცემენტ-ბეტონის ან

სხვა მსგავსი მასალის ან ქვაფენილის საფრის მქონე გზა) − ღორღიან ან გრუნტოვან გზასთან

შედარებით, ღორღიანი გზა − გრუნტოვან გზასთან შედარებით. ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

უშუალოდ გზაჯვარედინის წინ გზის მკვრივსაფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს მას

მკვრივსაფრიან გზასთან.

38. მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი

სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი,

ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა).

39. მისაბმელი − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური სატრანსპორტო

საშუალებით მისი ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს ნახევარმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს.

40. მიწისზედა ელექტროტრანსპორტი − ტროლეიბუსი და ტრამვაი.

41. მობილური კომუნიკაციის საშუალება – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უწყვეტი

სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ პირს შორის ან/და ტექსტური

ინფორმაციის გადაცემა და მიღება.

42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული

სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე, ორთვლიანი მექანიკური

სატრანსპორტო საშუალების ძრავის ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების

ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ 3 -ს;

სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო

გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ორ- ან სამთვლიანი ელექტროძრავიანი

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე

უნდა აღემატებოდეს 1 კვტ-ს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს. სამთვლიან მოპედთან

გათანაბრებულია მსუბუქი კვადროციკლი.

43. მოტორიზებული ტრიციკლი − ტრიციკლი, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-

ს, მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს,

მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.

ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა მოტორიზებული

ტრიციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება.

44. მოტოციკლი − ორთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (ეტლით ან მის გარეშე),

რომლის ძრავის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ 3 -ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45

კმ/სთ-ს.

45. მოძრაობის ზოლი − გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი

ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს

მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის

საკმარისი სიგანე.

46. მსუბუქი ავტომობილი − არაუმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე

ავტოსატრანსპორტო საშუალება (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა), რომლის დასასხდომი

ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.

47. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის

კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 25 კმ/სთ-ს, მაგრამ არ აღემატება 45 კმ/სთ-ს. ამასთანავე,

ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნაპერწკლური ანთების შიგაწვის ძრავის მუშა

მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ 3 -ს; ოთხთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების

სხვა შიგაწვის ძრავის მაქსიმალური სასარგებლო გამომავალი სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4

კვტ-ს; ოთხთვლიანი ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ელექტროძრავის

მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 4 კვტ-ს; ამ პუნქტით

განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი მასა

(ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის ჩაუთვლელად) არ უნდა

აღემატებოდეს 350 კგ-ს.

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

48. მსუბუქი მისაბმელი − მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-

ს.

49. მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას მართავს. მძღოლთან

გათანაბრებულია მეხრე. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების (სასწავლო

სვლის) განხორციელებისას მძღოლთან გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელი. მძღოლია

აგრეთვე ის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ (შემდგომ − სააგენტო) დაუშვა სატრანსპორტო

საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე და აღნიშნული

ეტაპის მიმდინარეობისას მასში მონაწილეობს.

50. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება − საჯარო ან კერძო დაწესებულება, ან მეწარმე სუბიექტი,

რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ამ კანონის 54-ე მუხლით

განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად

მძღოლთა თეორიულ ან/და პრაქტიკულ მომზადებას, სწავლებას (შემდგომ − სწავლების კურსი).

51. ნახევარმისაბმელი − მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი სახით

ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და ავტომობილზევე მოდის

ნახევარმისაბმელისა და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი.

52. ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) − დატვირთული სატრანსპორტო საშუალების

მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური

ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.

53. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის

კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშნულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს ან

ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო

საშუალებათა ნაკადებთან.

54. ნიშნის დუბლირება − გზის მონაკვეთზე ერთი და იმავე საგზაო ნიშნის ურთიერთსაპირისპირო

მიმართულებებით ერთმანეთის გასწვრივ დადგმა.

55. ნიშნის განმეორებით დადგმა − ძირითადი ნიშნის განმეორებით დადგმა გზის იმავე მხარეს

გარკვეულ მანძილზე.

56. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და ერთღერძიანი

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადასაყვანად და რომელიც

ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს.

57. ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ჩართული ლურჯი ან ლურჯი და წითელი მოელვარე

ციმციმა სიგნალის მქონე მეწინავე მექანიკური სატრანსპორ ტო საშუალების თანხლებით, ერთსა და

იმავე მოძრაობის ზოლზე ერთმანეთის მიყოლებით, მუდმივად ჩართული ფარებით მოძრავი სამი ან

სამზე მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი.

58. რკინიგზის გადასასვლელი − გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის ან ტრამვაის

ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა.

58 1 . საგამოცდო მარშრუტი − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული

სვლაგეზი, რომელზედაც ტარდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი.

59. საგზაო მონიშვნა (მონიშვნა) − ამ კანონის დანართი No2-ით განსაზღვრული, გზის სავალ ნაწილზე,

საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე არსებული ხაზი, ისარი და სხვა

აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას

მოძრაობის რეჟიმის შესახებ.

60. საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას ან

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი ურთიერთობები.

61. საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო მოძრაობაში,

როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი.

62. საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა

კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მართვას.

63. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის

გამომწვევი მიზეზებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ მიმართული საქმიანობა.

64. საგზაო ნიშანი (ნიშანი) − ამ კანონის დანართი No1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის

მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც),

რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის

რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ.

65. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) – გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას

მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი,

დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება.

66. საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო

საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი:

ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ

სახელმწიფოს გარეთ აქვს;

ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში;

გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით დადგენილი

ვადისა.

შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა,

თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს ამ პუნქტით

განსაზღვრულ მოთხოვნებს.

67. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი,

დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.

67 1 . სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი − გზის სავალი

ნაწილის ზოლი, რომელიც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვისაა განკუთვნილი

და რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება სატრანსპორტო საშუალებათა საერთო

ნაკადის თანმხვედრი ან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. სამარშრუტო სატრანსპორტო

საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლი დანარჩენი გზის სავალი ნაწილისაგან საგზაო

მონიშვნითაა გამოყოფილი.

68. სამუხრუჭო მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების

ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.

69. სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო

სამუშაოების შესასრულებლად და რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის

გადაზიდვა ან ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო

საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა. სასოფლო-სამეურნეო

მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო

საშუალება.

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

70. სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება − სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე

ჩასაბმელი და მასთან ერთად ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი დამხმარე ტექნიკური საშუალება

(მოწყობილობა), რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების

შესასრულებლად.

71. სატვირთო ავტომობილი − ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება,

რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.

72. სატრანსპორტო კოლონა − ორგანიზებულად, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი ორი ან ორზე მეტი

სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი.

73. სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის განკუთვნილი

მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით გადაადგილდება.

74. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა − ჩაბმული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც

საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ, როგორც ერთი მთლიანობა.

75. საცხოვრებელი ზონა − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო

მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო

ნიშნებით.

76. საწევარი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ნახევარმისაბმელთან

ერთად ექსპლუატაციისათვის.

77. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო ნორმებით,

საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო

საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“

ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული

პირობების დაცვით.

78. საჭაპანო ტრანსპორტი − თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, რომელიც

გზაზე მასში შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით გადაადგილდება.

79. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო

საშუალება, რომელიც განკუთვნილია საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად და რომლის

კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ

თვითმავალ მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული

სატრანსპორტო საშუალება.

80. სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში

მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების

ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება

მასში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების სრულ მასათა ჯამით.

81. ტრაქტორი − თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ორი ან ორზე მეტი ღერძით.

82. ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი სატრანსპორტო

საშუალება , რომლის ძრავის ( მისი არსებობის შემთხვევაში ) მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ 3 -ს ან/და

კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 45 კმ/სთ-ს.

83. ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან

კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის.

84. უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის

მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით.

85. ქვეითთა ბილიკი − ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი.

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღინიშნოს შესაბამისი საგზაო ნიშნით.

86. ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითის გზაზე

გადასასვლელად და აღნიშნულია 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.2 საგზაო

მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის, ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება

5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს შორის მანძილით.

87. ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან გადასაადგილებლად

გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს საშუალებას იყენებს. ქვეითთან

გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის

სატრანსპორტო საშუალება ძრავას გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად

გადამყვანი პირი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით

გადაადგილდება.

88. ღერძზე დატვირთვა − სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე

დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე

დატვირთვის განსაზღვრისას სატრანსპორტო საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული,

კონსტრუქციულად განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი.

89. შეზღუდული ხილვადობა − გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული,

გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის

ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით

მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.

90. შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც სექციებისაგან შედგება. ასეთი ავტობუსის

სექციებს შორის შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი გადაადგილება. ამ სექციების

შეერთება და განცალკევება დასაშვებია მხოლოდ ქარხნული წესით.

91. შუქნიშანი − ამ კანონის დანართი No3-ით განსაზღვრული ელექტრომოწყობილობა, რომელიც

გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით რეგულირებისათვის.

92. ძირითადი ნიშანი − საგზაო ნიშანი, რომლის დადგმის აუცილებლობა განპირობებულია საგზაო

მოძრაობის ორგანიზების მოთხოვნებით.

93. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა (ტერიტორია) – თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან/და

გზა (ტრასა), აგრეთვე სხვა ადგილი, რომელთა შესაბამის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს

მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომელთა კონტროლსა და

ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი.

94. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან/და გზა (ტრასა) – თოვლზე/ყინულზე სასრიალო ყველა

სახის ფერდობი ან/და გზა (ტრასა), თოვლმავლის/მოტოციგის ბილიკი, აგრეთვე მიმდებარე სასრიალო

რელიეფი (კიდეები და ნაპირების მახასიათებლები), რომელთა შესაბამის საზღვრებს ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომელთა

კონტროლსა და ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი

პირი.

95. სასრიალო ტრასით მოსარგებლე – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც თოვლზე/ყინულზე

სასრიალო ფერდობს ან/და გზას (ტრასას) იყენებს ფეხით სასიარულოდ და სასრიალოდ, მათ შორის,

თხილამურებით, თოვლის დაფით (სნოუბორდით), ციგით, თოვლის ველოსიპედით, ტობოგანით ან

თოვლზე/ყინულზე სასრიალო ნებისმიერი სხვა საშუალებით გადაადგილებისათვის.

96. თოვლმავალი – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი მოტორიანი, მუხლუხა ან

სხვა სახის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის მექანიზმით ან „ჯოისტიკის“ მქონე

მოწყობილობით იმართება, მათ შორის, მოტოციგა, ნებისმიერი თოვლმავალი სატრანსპორტო

საშუალება, თოვლის სატკეპნი ტრაქტორი ან სხვა სპეციალური დანიშნულების მანქანა (სპეცტექნიკა).

97. მოტოციგა – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ღია ტიპის მოტორიანი

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის მექანიზმით იმართება.

98. მოტოციგის ბილიკი – მოტოციგით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი ნიშნით აღნიშნული

გზა ან გზის ნაწილი, რომელიც სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან კონსტრუქციულად არის

გამოყოფილი.

საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი No4789 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი No5509 - ვებგვერდი, 29.06.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 19 აპრილის კანონი No4525 – ვებგვერდი, 24.04.2019წ.

საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი No1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი No4336 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

თავი II

საგზაო მოძრაობის ორგანიზება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მუხლი 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია:

ა) საავტომობილო, მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის

რეგულირება;

ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება;

გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა;

დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის

შემუშავება;

ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის

საქმიანობის სერტიფიცირება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით

დადგენილი წესით;

ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების,

სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო

ზედამხედველობა და კონტროლი.

მუხლი 7. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის

სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების

უფლებამოსილებანი

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და

კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები

თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის

სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებია:

ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე

ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი

საფუძვლის შექმნა;

გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების,

სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის შექმნა;

დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ამ სფეროში საქმიანობაზე სახელმწიფო

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო

ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი

კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების

უზრუნველყოფის საკითხებს.

4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის

სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სპეციალურ

ან სხვა სახის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის საფუძველი, აღნიშნული

მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად ამგვარი მომსახურების შერჩევისა და გამოყენების წესი

განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5. საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო

საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების

მოწესრიგების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

6. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის

(მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესებს ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი

ორგანო.

საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი No4789 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 8. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების

სახელმწიფოებრივი აღრიცხვის ორგანიზება

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის

ძირითადი მაჩვენებლების სახელმწიფოებრივი აღრიცხვა. ეს მაჩვენებლებია: საგზაო-სატრანსპორტო

შემთხვევათა და ამ შემთხვევების დროს დაშავებულ პირთა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა

და მძღოლთა რაოდენობა, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევთა, საგზაო მოძრაობისას

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვი, აგრეთვე

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობისა და მისი უზრუნველყოფის საქმიანობის ამსახველი

სხვა მაჩვენებლები.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის

პოლიტიკა და მისი განხორციელება ეფუძნება სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემას.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფოებრივი აღრიცხვის

წარმოების, სააღრიცხვო ცნობებით სარგებლობისა და საანგარიშო მონაცემების შექმნის წესი დგინდება

საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 9. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის

განსახორციელებლად იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც

ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და ამ შემთხვევებით გამოწვეული

ზიანის შემცირებას.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს

საქართველოს მთავრობა.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივ პროგრამებს ამტკიცებენ

მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები.

4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები

ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს

1. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა

უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.

2. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისთვის

პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.

მუხლი 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

1. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ

ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი

ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის

სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი).

2. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ ინსპექტირების

ცენტრში, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილის ან პირის იურიდიული

მისამართის მიუხედავად.

3. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ

დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

4. ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური

კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

5. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები

განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

6. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს,

რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე

ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და

საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.

7. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დადასტურებისა და მისი

მართლზომიერებისათვის მთლიანად პასუხისმგებელია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული

ინსპექტირების ცენტრი.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე

მართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული

საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მიაწოდოს აკრედიტაციის ცენტრს, აგრეთვე

თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო

სამართლის იურიდიულ პირს – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. აკრედიტაციის ცენტრი

უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ინსპექტირების

ცენტრის შეფასება, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით,

ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს პერიოდული ტექნიკური

ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს

ადგილზე მისვლით.

10. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა და ინსპექტირების ცენტრის

საქმიანობის მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის

იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი საქართველოს

საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დაცვით, ბრძანებით ამტკიცებს პერიოდული ტექნიკური

ინსპექტირების პროცესის მონიტორინგისა (მათ შორის, ვიდეომონიტორინგისა) და ინსპექტირების

ცენტრის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესს.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი No4334 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 11 1 . გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირება

1. „M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება

გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას, რაც გულისხმობს გზისპირა ზონაში ამ სატრანსპორტო

საშუალების შემოწმებას; კერძოდ, მოწმდება შემდეგი საკითხები:

ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვა;

ბ) მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა და საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის)

ელექტრონული ბარათის გამოყენება;

გ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა;

დ) ტვირთის ძარაზე დამაგრების წესების დაცვა;

ე) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანასთან/გადაზიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი

სანებართვო დოკუმენტის გამოყენების წესების დაცვა;

ვ) საკონტროლო მოწყობილობის (ტაქოგრაფის) და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟისა

და კალიბრაციის წესების დაცვა;

ზ) სატრანსპორტო საშუალების მასა და გაბარიტები.

2. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით

ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში

შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს

უფლებამოსილი პირი. გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი განისაზღვრება საქართველოს

მთავრობის დადგენილებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან

დაკავშირებული საქართველოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების

დარღვევები სიმძიმის მიხედვით პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხისა და მე-3 ხარისხის დარღვევებად

იყოფა. ამ დარღვევების ამგვარი, ხარისხობრივი დაყოფა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის

დადგენილებით.

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი No4336 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

მუხლი 12. სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის აკრძალვა

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სატრანსპორტო საშუალებათა უწესივრობების

არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;

ბ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა

სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის

დარღვევით.

გ) იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და

ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე

ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი;

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

დ) მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, იმ სატრანსპორტო საშუალების საქართველოს

კანონმდებლობით განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მართვა, რომლის

რომელიმე თვალი სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავით არ არის აღჭურვილი და

რომლის არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების

საწინააღმდეგო ჯაჭვები არ არის დამაგრებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა ნუსხა დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის მიერ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No4011 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

მუხლი 13. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა

1. გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:

ა) საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი

მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის

უზრუნველსაყოფად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და

მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ცალკეული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის

დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 14. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა

1. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური

საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია

საქართველოს კანონმდებლობით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების

პროექტებითა და სქემებით.

2. გზის გამტარუნარიანობის გაზრდის ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების

შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე დაუშვებელია.

მუხლი 15. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები გზის

დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის დროს

1. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის

დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და რემონტი ხორციელდება საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზა საექსპლუატაციოდ მიიღება სამშენებლო

ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხისთვის პასუხისმგებელია დამკვეთი.

4. აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლუატაციოდ მიღების შემდეგ

მისი ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრე.

მუხლი 16. გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ

მინიმალური ზიანი მიაყენოს გარემოს.

2. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში,

ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

3. საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება:

ა) გზის საფრის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება;

ბ) გარემოს საწვავ-საპოხი მასალით დაბინძურება;

გ) სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც

აბინძურებს გარემოს.

4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად საგზაო მოძრაობის მონაწილე

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს

კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 16 1 . დამატებითი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების საქართველოს კანონმდებლობით

განსაზღვრულ პერიოდში და ადგილას/გზის მონაკვეთზე მოძრაობისას საგზაო მოძრაობის

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

1. სატრანსპორტო საშუალების საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას/გზის

მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) მოძრაობისას მისი ყველა თვალი

სათანადო მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავებით უნდა იყოს აღჭურვილი.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით

გათვალისწინებული პერიოდისგან განსხვავებული პერიოდი.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსაკუთრებული

მეტეოროლოგიური პირობების არსებობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

უფლებამოსილმა დანაყოფმა შეიძლება დააწესოს დამატებითი მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების

არანაკლებ ორ წამყვან ბორბალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო

ჯაჭვების დამაგრების შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის

სათანადო მახასიათებლები, აღნიშნული ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის

ამ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის წესი და ის ადგილი/გზის მონაკვეთი, სადაც ზამთრის

პერიოდში (1 დეკემბრიდან 1 მარტამდე) სატრანსპორტო საშუალების ამ მუხლის მოთხოვნების

დარღვევით მოძრაობა დაუშვებელია, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No4011 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან)

ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების,

თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი

საქმიანობა:

ა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება;

ბ) გზის, საგზაო ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის პროექტების შემუშავება;

გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს

ხილვადობა ან/და გააძნელოს მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა;

დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, მუნიციპალიტეტის

ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა);

დ 1 ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანა;

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება;

ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი

სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო

საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას

გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა;

ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო

საშუალების მოძრაობა;

თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;

ი) გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის

საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების

დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი No2264 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი No6292 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

მუხლი 18. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ

პირთა ვალდებულებანი

1. საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების

ექსპლუატაციას, ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მძღოლის შრომისა და დასვენების რეჟიმი;

ბ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს

კანონმდებლობით სატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, არ

დაუშვას გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია;

გ) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

წესით შეთანხმების გარეშე არ დაუშვას გზაზე მისი კუთვნილი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი)

ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე სახიფათო ტვირთის

გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება;

დ) ექსპლუატაციაში მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით

დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად დაამაგროს საცნობი ნიშნები;

ე) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციოდ დაშვებისა და ტექნიკური მდგომარეობისათვის

სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირს ეკრძალება:

ა) ექსპლუატაციაში გაუშვას ტექნიკურად გაუმართავი ის სატრანსპორტო საშუალება, რომლის

ექსპლუატაციაც აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დადგენილი წესების

დარღვევითაა გადაკეთებული ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული ან/და რომელსაც არ

გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (გარდა საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა);

ბ) სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაუშვას ის პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული

ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია ან/და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ

შეესაბამება მართვისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას,

აგრეთვე ის პირი, რომელსაც არ აქვს მოცემული კატეგო რიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო

საშუალების მართვის უფლება;

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

გ) ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე მოძრაობისათვის გაუშვას მუხლუხა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.

3. გზის, რკინიგზის გადასასვლელისა და სხვა საგზაო ნაგე ბობის მდგომარეობისათვის

სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) გზა, რკინიგზის გადასასვლელი და სხვა საგზაო ნაგებობა შეინახოს მოძრაობისათვის უსაფრთხო

მდგომარეობაში;

ბ) მიიღოს ზომები მოძრაობისათვის შექმნილი დაბრკოლების დროულად აღმოფხვრისათვის, აგრეთვე

გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის აკრძალვისათვის ან შეზღუდვისათვის, თუ ამ გზით

სარგებლობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას.

4. გზაზე სამუშაოთა წარმოებისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:

ა) გზაზე სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოება. ეს

ადგილი, აგრეთვე იქ გაჩერებული საგზაო-სამშენებლო მანქანები, სამშენებლო მასალა,

კონსტრუქციები და ა. შ., რომლებიც არ გააქვთ გზის სავალი ნაწილის მიღმა, აღჭურვოს შესაბამისი

საგზაო ნიშნებით, მიმანიშნებელი და შესაღობი მოწყობილობებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან

არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – დამატებითი წითელი და ყვითელი სასიგნალო

სინათლეებით;

ბ) დღე-ღამის ნებისმიერ დროს გზაზე სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი პირები

არ დაუშვას დიდ მანძილზე შესამჩნევი, ფოსფორირებული და შუქამრეკლი ტანსაცმლის გარეშე;

გ) სამუშაოების დამთავრებისას გზაზე უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის

უსაფრთხო მოძრაობა.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1913 – ვებგვერდი, 28.12.2017წ.

მუხლი 19. სატრანსპორტო საშუალებაზე დასამაგრებელი საცნობი ნიშნები

1. მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ

შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე

დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები:

ა) „ავტომატარებელი“ – კაბინის თავზე ჰორიზონტალურად განლაგებული, ერთმანეთისაგან 150-დან

300 მმ-მდე დაშორებული სამი ნარინჯისფერი მაშუქი – მაგრდება ავტომატარებელსა და შესახსრებულ

ავტობუსზე;

ბ) „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი არშიით,

რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „კ“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ 200 მმ-ია, არშიის სიგანე –

გვერდის 1/10) – მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია

კოტებიანი სალტეები;

გ) „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ

სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა

მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს

ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების

საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც

ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს);

დ) „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“ – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც

დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ზოლები

შუქამრეკლი ზედაპირით − მაგრდება არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ამ კანონის 47-ე

მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების წინა და უკანა მხარეს;

ე) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40

მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული

http://www.matsne.gov.ge 31015000005001017312

(მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან

უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც

ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია

დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის

სიმეტრიულად;

ვ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250

მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – მაგრდება

იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს;

ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრი ს ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ

დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული

ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და

უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი;

თ) „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლფერდა

სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“ (სამკუთხედის გვერდი არანაკლებ

200 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10) – მაგრდება სასწავლო სატრანსპორტო საშუალების წინა და

უკანა მხარეს. აგრეთვე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილის სახურავზე ორმხრივი ნიშნის დაყენება;

ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც

მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის

სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო

საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს,

მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ

შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ

კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია.

2. მძღოლის სურვილისამებრ, სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დამაგრდეს შემდეგი საცნობი

ნიშნები:

ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17

საგზაო ნიშნის სიმბოლო შა�

კითხვები კანონზე

სად არის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დებულებები?

მე-11 მუხლი ეხება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას; მასთან ერთად გაეცანით სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სხვა მუხლებს. წაიკითხეთ მუხლი: მუხლი 11. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება