კანონმდებლობა

კანონმდებლობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მოკლე მიმოხილვა

საქართველოს საგადასახადო კოდექსი მოიცავს გადასახადების სახეებს, გადასახადის გადამხდელებთან დაკავშირებულ წესებს, გადასახადის გამოთვლასა და ადმინისტრირებას. სარჩევში მუხლის სათაურის არჩევით შეგიძლიათ დოკუმენტის შესაბამის ნაწილზე გადახვიდეთ. სამართლებრივ გამოყენებამდე გვერდის ინფორმაცია და ტექსტი „მაცნეს“ ოფიციალურ რედაქციასთან გადაამოწმეთ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის სტატუსს, შემოსავალს, დღგ-ს და დეკლარაციას.

ოფიციალური წყარო და ტექსტის რედაქცია

ოფიციალური დასახელება: საქართველოს საგადასახადო კოდექსი

იურისდიქცია: საქართველო

ოფიციალური დოკუმენტი Matsne-ზე

მიღების თარიღი:

LIDA.ge-ზე განთავსებული ტექსტი არაოფიციალური ხელახალი გამოცემაა. ოფიციალური დოკუმენტი იხილეთ Matsne-ზე.

ამ ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ ოფიციალურ რედაქციასთან ცალკე არ არის დადასტურებული. გამოყენებამდე გადაამოწმეთ შესაბამისი რედაქცია Matsne-ზე.

ოფიციალური ტექსტი გადაამოწმეთ matsne.gov.ge-ზე.

კანონის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

კარი I

ზოგადი დებულებანი

თავი I

საქართველოს საგადასახადო სისტემა

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო

ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო

სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და

უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს,

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი

ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს,

საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან

დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი No5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი No4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა

1. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო

ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე

ნორმატიული აქტებისაგან.

2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის

მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

3. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით

იღებს/გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

4. (ამოღებულია - 26.12.2013, No1886) .

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის

იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა

ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო

კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.

6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს

კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის

კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ

რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ

კოდექსის მიმართ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი No1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

მუხლი 3. ვადების განსაზღვრა

1. ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის

მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით,

რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო

დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული

დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული

კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო

კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში.

4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში.

5. მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის

ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე.

6. თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების

ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო

გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს

შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო

ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის – რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31

დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12

კალენდარული თვისაგან.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი No1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

მუხლი 4. ხანდაზმულობის ვადა

1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების

შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ

არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების

წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა)

დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ

კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის

„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით

გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის

ოდენობას.

5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით

სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესამოწმებელი პერიოდის შესაბამისი

კალენდარული წლის დასრულებიდან.

7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება

1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა

საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის,

შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.

8. საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა

3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო

სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

9. გადასახადის გადამხდელისათვის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ან საბანკო დაწესებულებისათვის

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ამ კოდექსით

გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ამ დავალიანების წარმოშობის

კალენდარული წლის დასრულებიდან.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა ჩერდება:

ა) პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან

გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის

დასრულებამდე, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის მოქმედების პერიოდში;

ბ) (ამოღებულია - 06.03.2024, No4056) ;

გ) საგადასახადო დავის პერიოდში;

დ) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების

პერიოდში;

ე) საგადასახადო შეთანხმების აქტის მოქმედების პერიოდში;

ვ) ამ კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

11. ამ მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არ გამოიყენება:

ა) საგადასახადო ორგანოს მიერ სასამართლოს/დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების

აღსრულების პერიოდში;

ბ) ამ კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის

ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან და ცრუმაგიერი

პირის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებასთან დაკავშირებით.

12. ზარალის 3 წლით ან მეტი ხნით გადატანისას ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით

გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ამ ზარალის წარმოშობის კალენდარული წლის საგადასახადო

ვალდებულებების მიმართ, რომელთა ოდენობაზედაც გავლენას ახდენს აღნიშნული ზარალი, გრძელდება და

იგი 1 წლით აღემატება ზარალის გადატანის ვადას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება ზარალის

წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

13. გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3

ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ

შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე

ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა.

საქართველოს 201 2 წლის 27 მარტის კანონი No5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი No6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი No189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი No1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი No3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი No3583 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი No4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი No1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი No4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი No7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი No2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 6 მარტის კანონი No4056 – ვებგვერდი, 14.03.2024წ.

მუხლი 5. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები

1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და

ადგილობრივი გადასახადები.

2. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის

გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით

დადგენილ ვადაზე ადრე.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, შემოიღოს მხოლოდ ამ კოდექსით

დაწესებული ადგილობრივი გადასახადი.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 6. გადასახადის ცნება და სახეები

1. გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში,

რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო

ხასიათიდან გამომდინარე.

2. გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.

3. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია ამ კოდექსით დაწესებული გადასახადები, რომელთა

გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. ადგილობრივი გადასახადია ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი

ორგანოს − საკრებულოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი (ზღვრული განაკვეთების

ფარგლებში), რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ

საზღვრებში.

5. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

დ) აქციზი;

ე) იმპორტის გადასახადი.

6. ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება ქონების გადასახადი.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 7. ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და

გადასახადის გაუქმება

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით

დაწესებული ადგილობრივი გადასახადი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთიანი

განაკვეთის სახით ან/და ამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ცალკეული დარგების ან/და

საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში.

2. მუნიციპალიტეტი ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების

შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო

ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

საგადასახადო ორგანოებს.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი No189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 7 1 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი საგადახდო ანგარიშის მიმართ მოთხოვნები

1. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან გახსნილი გადასახადის გადამხდელის

საგადახდო ანგარიშის მიმართ ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე მუხლით, 71-ე მუხლით, 238-ე მუხლის პირველი

ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 241-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 ნაწილებითა და 243-ე მუხლის

პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით საბანკო დაწესებულებისთვის საბანკო ანგარიშის მიმართ განსაზღვრული

დებულებები, თუ მან ელექტრონული ფულის სქემაში იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირის

სტატუსის არმქონე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ჩართო, როგორც გადამხდელი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ

შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ შესაბამისად ვრცელდება ამ კოდექსის

283-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობები.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის საგადასახადო ორგანო ეყრდნობა „საგადახდო სისტემისა და

საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 11 2 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერების

ჩამონათვალს.

საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი No1808 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.

თავი II

ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინები და ცნებები

მუხლი 8. ტერმინთა განმარტება

1. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ

კარგავს თავის ღირებულებას.

2. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი,

რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის

იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება:

საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის

უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და

სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.

3. არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის

გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების

ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი

ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში

გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს,

რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

4. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.

5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის

ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა

საგადასახადო შეთანხმება;

დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი

ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი

აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე.

6 1 . სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით

გათვალისწინებული საქმიანობა.

6 2 . სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი.

ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ

ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური

აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

შეწყვეტა).

6 3 . სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-

სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის

შესაბამისად.

7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) – ბუღალტრული აღრიცხვის

საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული

ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული

სტანდარტები.

8. გადასახადების ადმინისტრირება – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და

დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან,

ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული

ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.

9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი.

10. გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან

დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც

დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა

კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.

11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ

შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი

საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება

ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა

შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის

გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება

დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია

დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ

ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად

საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ

საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.

12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ

შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც

მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს

აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის

დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში

გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც

არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:

ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით

განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში)

აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;

ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის

აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო

შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ

ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.

13. (ამოღებულია - 23.12.2017, No1935) .

14. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან

დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

15. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.

16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები

მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ

კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს

(ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

17. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა

შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

18. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად,

საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

19. პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის

სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის

მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის,

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის:

ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით

წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით

წარმოქმნილი ვალდებულებები;

ბ) პროცენტად ითვლება:

ბ.ა) (ამოღებულია - 28.06.2023, No3350) ;

ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან დაკავშირებული გადასახდელი;

ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა

და მოგებების ჩათვლით;

ბ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდების ფასსა და შეძენის ფასს შორის სხვაობის თანხის ნაწილი ამ

ფასიან ქაღალდზე მიწოდების მომენტამდე დარიცხული და აუნაზღაურებელი პროცენტის ოდენობით;

ბ.ე) რეპო შეთანხმების ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის გაყიდვის ფასსა და მისი ან მისი

ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის წინასწარ შეთანხმებულ ფასს შორის სხვაობა;

ბ.ვ) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის ფარგლებში

გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული ანაზღაურების თანხა, რომელიც

არის აღნიშნული გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიან ქაღალდებზე დარიცხული და მყიდველის მიერ

ფაქტობრივად მიღებული პროცენტი;

გ) პროცენტად არ ითვლება ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის ან დაგვიანებული მიწოდებისთვის.

20. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან

საქართველოს ორგანიზაცია).

21. როიალტი:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში

წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;

ბ) საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან

სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის

გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების

უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;

ე) კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების გამოყენებისათვის ან

გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;

ვ) საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების

შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის

მიღებული შემოსავალი;

ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ

უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი.

22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო

დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც

განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და

დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

23. საგადასახადო დავალიანება – გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი

გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი

გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

24. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების

სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“

საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.

25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სარკინიგზო სატრანსპორტო

საშუალებით, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებით

ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან

ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის განხორციელებული ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე,

საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:

ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს

შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრებში მდებარე პუნქტებს შორის;

ბ) საქონლის მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.

26. საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ

თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების

დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე.

27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება

ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე,

მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

სხვაობით.

28. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში

გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია

(საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

29. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი

გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის

გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე,

ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) სასამართლოს/არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე

უარის თქმის შესახებ;

ბ) აღსრულების ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის

შედეგად კრედიტორის მიერ კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის

შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე, თუ

მოსამართლის მიერ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;

დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.

30. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა,

ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.

31. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის

მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული

მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

32. ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალების

ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების

მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი

მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი

მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა

მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი

მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.

33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი,

რომელიც მოიცავს:

ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ

(წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი)

ხარჯებს;

ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;

გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;

დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:

დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;

დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;

დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;

დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;

დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები,

გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.

34. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.

35. ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ

საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

36. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა,

განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის

პროდუქტები.

37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც „თავისუფალი

ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით

აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.

37 1 . აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტი − პირი, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილების

შესაბამისად მინიჭებული აქვს აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის სტატუსი.

37 2 . ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტი − პირი, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილების

შესაბამისად მინიჭებული აქვს ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტის სტატუსი.

38. ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის

ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.

39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია.

40. შემოწირულება – ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის,

ფულადი სახსრები.

41. მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით

განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.

42. მაღალმთიანი დასახლების საწარმო – საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ

საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“

საქართველოს კანონით მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.

43. წმინდა მოგება − მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

44. შემოსავალი − შემოსავალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

45. სესხის გამცემი სუბიექტი – სესხის გამცემი სუბიექტი „ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “

საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად .

46. საგადასახადო წელი – კალენდარული წელი.

47. იმპორტი − საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების

პროცედურაში მოქცევა .

48. დროებით შემოტანა − საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის დროებით შემოტანის

პროცედურაში მოქცევა.

49. საბაჟო სანქცია − საქართველოს საბაჟო კოდექსით საბაჟო სამართალდარღვევისათვის

გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.

50. ექსპორტი − საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის ექსპორტის პროცედურაში მოქცევა.

51. რეპო შეთანხმება, უკურეპო შეთანხმება − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და

დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება, თუ ეს გარიგება დადებულია

საბაზრო პრინციპების შესაბამისად, ფასიანი ქაღალდის უკან გამოსყიდვა ხდება მისი გაყიდვიდან 12 თვის

განმავლობაში და ამ გარიგებით გათვალისწინებულია მყიდველის მიერ შეთანხმების მოქმედების პერიოდში

ფასიან ქაღალდზე დარიცხული და ფაქტობრივად მიღებული პროცენტის, დივიდენდის (კუპონის) ან

ნებისმიერი სხვაგვარი განაწილების, რომელიც გულისხმობს მის ეკვივალენტურ გადახდას,

გამსესხებლისათვის ანაზღაურება.

52. ფასიანი ქაღალდების გასესხება − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების

შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება, თუ ეს გარიგება დადებულია საბაზრო პრინციპების

შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების დაბრუნება ხდება მათი პირველადი მიწოდებიდან 12 თვის განმავლობაში

და ამ გარიგებით გათვალისწინებულია მსესხებლის მიერ შეთანხმების მოქმედების პერიოდში ფასიან

ქაღალდზე დარიცხული და ფაქტობრივად მიღებული პროცენტის, დივიდენდის (კუპონის) ან ნებისმიერი

სხვაგვარი განაწილების, რომელიც გულისხმობს მის ეკვივალენტურ გადახდას, გამსესხებლისათვის

ანაზღაურება.

53. ფინანსური გირავნობა − „ ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“

საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება.

54. დერივატივი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“

საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება.

55. საბანკო დაწესებულება − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით

განსაზღვრული კომერციული ბანკი, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით

გათვალისწინებული მიკრობანკი.

56. დაშლის პროცესში მყოფი პირი (დაშლილი საზოგადოება) − პირი (გარდა ფიზიკური პირის მიერ

დაარსებული ფილიალისა, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი), რომლის მიმართაც, „მეწარმეთა შესახებ“

საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაცია (რომლის

ლიკვიდაციის პროცესიც მიმდინარეობს).

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი No4061-სსმI, No75, 27.12.2010წ., მუხ.469

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი No4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი No4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი No5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი No5452 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი No5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი No5942 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი No189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი No817 - ვებგვერდი, 05.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი No906 - ვებგვერდი, 20.08.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი No1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი No3581 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი No4037 - ვებგვერდი, 28.07.2015წ.

საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი No4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი No5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი No1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი No4225 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი No4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი No7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი No884 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი No2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი No2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი No3317 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი No3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი No3922 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

მუხლი 9. ეკონომიკური საქმიანობა

1. ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან

კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების, ეროვნული მარეგულირებელი და მუნიციპალიტეტის ორგანოების

საქმიანობა, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მათთვის საქართველოს კანონმდებლობით

მინიჭებული ფუნქციების შესრულებასთან, გარდა ხელშეკრულების საფუძველზე ფასიანი მომსახურების

გაწევისა;

ბ) საქველმოქმედო საქმიანობა;

გ) რელიგიური საქმიანობა;

დ) დაქირავებით მუშაობა;

ე) ფიზიკური პირის მიერ ფულადი სახსრების საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო

დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე განთავსება;

ვ) საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით , საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო

კომიტეტთან შეთანხმებით.

3. უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი

განახორციელა:

ა) საწარმომ;

ბ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-

3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი No1 58 8 - ვებგვერდი, 03 . 1 2 . 2013წ.

საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი No1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი No884 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი No2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

მუხლი 10. საქველმოქმედო საქმიანობა

1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:

ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ

პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:

ა.ა) სოციალური დაცვის საჭიროების მქონე ფიზიკური პირებისთვის, სამედიცინო დახმარების საჭიროების

მქონე ფიზიკური პირებისთვის, ხელმოკლე ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, შეზღუდული

შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ობოლი ბავშვებისთვის,

მარჩენალდაკარგულებისთვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული

ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის – ავადმყოფებისთვის, მრავალშვილიანი

ოჯახებისა და მათი წევრებისთვის, ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ავარიის, სტიქიური უბედურების,

კატასტროფის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის შედეგად დაზარალებულებისთვის);

ა.ბ) ბავშვთათვის, ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების

მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის, სკოლა-

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების

დაწესებულებებისათვის და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისათვის

უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;

ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;

ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;

ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების

მიზნით;

ა.ვ) პენიტენციური დაწესებულებებისათვის – ამ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მოვლის ან

სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ

საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ

სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების

განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური

აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.

2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:

ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ;

ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო

სუბიექტის მხარდასაჭერად;

გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ

თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;

დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.

საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი No5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი No3530 – ვებგვერდი, 18.05.2015წ.

საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი No 5372 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.

საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი No57 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი No499 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი No845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 11. რელიგიური საქმიანობა

1. რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის

(გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება, მათ შორის,

ისეთი გზით, როგორიცაა:

ა) რელიგიური წეს-ჩვეულებების, ცერემონიების, ლოცვების, სხვა საკულტო მოქმედებათა ორგანიზება და

ჩატარება;

ბ) მორწმუნეთათვის შესაძლებლობის მიცემა, ჰქონდეთ ან გამოიყენონ სამლოცველო შენობები და

სარიტუალო ნაგებობები რელიგიურ მოთხოვნათა როგორც ერთობლივად, ისე ინდივიდუალურად

დასაკმაყოფილებლად;

გ) რელიგიური დელეგაციების, მომლოცველების, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიღებისა და

გამგზავრების ორგანიზება, ეროვნული და საერთაშორისო რელიგიური თათბირების, ყრილობების,

სემინარების ორგანიზება, ამ ღონისძიებათა ჩატარების პერიოდში მათი მონაწილეების სასტუმროებით (სხვა

საცხოვრებლით), ტრანსპორტით, კვებითა და კულტურული მომსახურებით უზრუნველყოფა;

დ) მონასტრების, სამონასტრო ეკლესიების, სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების შენახვა, ამ

სასულიერო-სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მსმენელთა სწავლება, საქველმოქმედო

ორგანიზაციების (საავადმყოფოების, თავშესაფრების, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების) შენახვა, აგრეთვე კანონიკური წესებით განპირობებული სხვა,

ანალოგიური საწესდებო საქმიანობა.

2. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა

საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური

დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც

დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების

რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება

რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი No845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 12. დაქირავებით მუშაობა

1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც

რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს

თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან

ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი,

რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო

ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა

ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

4. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი

განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი No3600 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 13. საქონელი

1. საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი

და წყალი.

2. (ამოღებულია - 14.07.2020, No6817) .

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 14. მომსახურება

1. მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს

საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი

საქმიანობა:

ა) სამშენებლო-სამონტაჟო;

ბ) სარემონტო;

გ) სარესტავრაციო;

დ) საცდელ-საკონსტრუქტორო;

ე) გეოლოგიურ-საძიებო;

ვ) სატრანსპორტო, მათ შორის, გაზის, ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ელექტრო- და თბოენერგიის

ტრანსპორტირება;

ზ) ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით;

თ) საშუამავლო;

ი) პერსონალის შერჩევა;

კ) პატენტების, მოწმობების, ლიცენზიების, სავაჭრო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, ინტელექტუალური

საკუთრებისა და სხვა პირადი არაქონებრივი უფლების გამოყენებაზე უფლების გადაცემა;

ლ) ვალდებულების შესრულება – მოქმედება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება;

მ) კავშირგაბმულობის მომსახურება, საყოფაცხოვრებო და საბინაო-კომუნალური მომსახურება;

ნ) სარეკლამო მომსახურება;

ო) ინოვაციური მომსახურება;

პ) ფინანსური ოპერაციები ან/და ფინანსური მომსახურება;

ჟ) სადაზღვევო მომსახურება;

რ) საკონსულტაციო, იურიდიული, ბუღალტრული, აუდიტორული, მარკეტინგული მომსახურება;

ს) მონაცემთა დამუშავებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის მომსახურება;

ტ) საქონლის სარეალიზაციოდ მომზადების მომსახურება, მათ შორის, პარტიის დანაწილება, გასაგზავნად

ფორმირება, დახარისხება, შეფუთვა, გადაფუთვა, ჩამოსხმა;

უ) საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება;

ფ) დაცვის მომსახურება;

ქ) დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება;

ღ) სატრანსპორტო ტვირთების მომსახურება, მათ შორის, საექსპედიტორო, ჩატვირთვის, გადმოტვირთვის,

გადატვირთვის მომსახურება;

ყ) საზღვაო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საპორტო მომსახურება, საპორტო ფლოტის გემების

მომსახურება;

შ) საჰაერო ხომალდების მომსახურება, მათ შორის, საქართველოს აეროპორტებში, საჰაერო სივრცესა და

კოსმოსურ სივრცეში გაწეული აერონავიგაციის მომსახურება;

ჩ) სხვა მომსახურება.

2. დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებად ითვლება საქონლის ნებისმიერი წარმოება, მათ

შორის, მისი დამზადება, გადამუშავება, დამუშავება, ან აღნიშნული ნედლეულის (მასალის) სხვაგვარი

ტრანსფორმაცია, რომლის პროცესშიც როგორც ნედლეულის (მასალის), ისე საბოლოო პროდუქტის მესაკუთრე

არის პირი, რომელმაც მიაწოდა ნედლეული (მასალა) და ფულადი ან ნატურალური ფორმით აანაზღაურა ამ

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების ღირებულება (მიუხედავად

იმისა, წარმოებისას მწარმოებელმა გამოიყენა თუ არა საკუთარი ნედლეული (მასალა), მაკომპლექტებლები ან

სხვა კომპონენტები, რომელთა ღირებულებაც ჩაითვალა ასეთ წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურების

ღირებულებაში).

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი No5503 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.

მუხლი 15. ფინანსური ინსტრუმენტი, ფინანსური ოპერაცია, ფინანსური მომსახურება

1. ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც

ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს

(ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან

ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ დერივატივებს, როგორებიცაა:

ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი მოიცავს აგრეთვე ფულადი

გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს

(კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე

ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური

ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის

ან/და მესამე პირებისთვის/მესამე პირებისგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ

ინსტრუმენტად.

2. ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება:

ა) ყველა სახის ანგარიშის (მათ შორის, მიმდინარე, ანგარიშსწორების, სადეპოზიტო, საბროკერო და სხვა

ანგარიშის) გახსნა, განკარგვა, დახურვა, აგრეთვე ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა, მათ

შორის, საგადახდო სისტემაში ტრანსფერორდერის დამუშავება/შესრულება, კლირინგი და ანგარიშსწორება

ნაღდი ან უნაღდო ფორმით (მათ შორის, საინკასაციო მომსახურება);

ბ) ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები ნაღდი და უნაღდო

ფორმით და ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა;

გ) კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ

შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება,

საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური

შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის

შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის

გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, აგრეთვე

ფაქტორინგი;

დ) კაპიტალში წილის, აქციის, ობლიგაციის, სერტიფიკატის, თამასუქისა და სხვა ფასიანი ქაღალდების

გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან ან/და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული

ოპერაციები, მათ შორის, მათი მიმოქცევის უზრუნველყოფა;

ე) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდის ან/და სხვა ფინანსური ინსტრუმენტის ემისია, მართვა (მათ

შორის, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების ან დანაზოგთა სხვა კოლექტიური და ინდივიდუალური

სქემების ფორმირება, მათში ფინანსური ინსტრუმენტების აკუმულირება, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის

შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველისა და საპენსიო

კომპანიის საქმიანობა), განკარგვა, განთავსება (მათ შორის, მესამე პირებთან, გარანტირებულ და

არაგარანტირებულ საფუძვლებზე), ნომინალურ მფლობელობაში მიღება/გადაცემა, სესხება/გასესხება

დროებით (რეპოს) საფუძველზე, ადმინისტრირება, მათ შორის, რეგისტრაცია (რეესტრის

ფორმირება/წარმოება), გადაცემა, დაბლოკვა/განბლოკვა, დატვირთვა/ განტვირთვა, სხვა დეპოზიტარული (მათ

შორის, სპეციალური დეპოზიტარის) და კასტოდიანური (შენახვა და აღრიცხვის წარმოება) ოპერაციები, მათი

სამართლიანი ღირებულების დადგენა, აგრეთვე ფინანსური გირაოს გაცემა/მიღება/მართვა;

ვ) ფინანსური ინსტრუმენტით გარიგების პირობებისა და ანგარიშსწორების გარანტად (მათ შორის, მესამე

მხარედ) გამოსვლა;

ზ) კორპორატიული ოპერაციები, კერძოდ, აქციის და კაპიტალში წილის დანაწევრება, კონსოლიდაცია,

კაპიტალის გაზრდა/შემცირება (მათ შორის, კაპიტალის გაზრდაში მონაწილეობის უფლებების ემისია,

შეძენა/გასხვისება და მიმოქცევა), ორი ან ორზე მეტი იურიდიული პირის შერწყმა/იურიდიული პირის ორ ან

ორზე მეტ იურიდიულ პირად დაყოფა, ლიკვიდაცია, დივიდენდის დარიცხვასთან/აღრიცხვასთან და

გადახდასთან დაკავშირებული მომსახურება (ფულადი ან კანონით დაშვებული ნებისმიერი სხვა ფორმით);

თ) დაზღვევა ან/და გადაზღვევა, თანმდევი მომსახურებების ჩათვლით, რომელსაც სადაზღვევო ბროკერი

ან/და სადაზღვევო აგენტი ახორციელებს;

ი) საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის მომსახურება

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

კ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ რომელიმე ფინანსურ მომსახურებასთან/ოპერაციასთან უშუალოდ

დაკავშირებული მომსახურება.

3. (ამოღებულია - 14.07.2020, No6817) .

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

4. ამ კოდექსით გათვალისწინებული თანამფლობელობის (ამხანაგობის) შემთხვევაში მფლობელის წილი,

თუ მასზე არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, აგრეთვე ქონებაზე უფლების წინასწარი

რეგისტრაციის შემთხვევაში უფლება არის ფინანსური ინსტრუმენტი.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი No6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5677 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი No3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.

მუხლი 16. საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა

1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების

გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით

ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ

ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი No6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი No5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ.

მუხლი 18. საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების

ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის

გათვალისწინებული.

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების

ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა

და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული

გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან

ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება

მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების

შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების

მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი

კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი

საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული

გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ,

ინფორმაციის საფუძველზე.

4. საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/ მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც

განისაზღვრება გამყიდველის/ მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/

შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე

საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ.

5. თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული

გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების

საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს)

საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/მომსახურების რეალიზაციის

მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან

მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს.

6. თუ ამ მუხლის პირველი–მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია,

საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები

სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო

ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი

ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ

მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

8. 2007 წლის 1 სექტემბრიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით

გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის მიწოდებისას საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასად მიჩნეულ

იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ (მათ შორის, გაფორმებული შეთანხმებით) განსაზღვრული ფასი.

9. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი შეიძლება იყოს საბითუმო და საცალო.

10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი

თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო

საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით

შეძენად.

http://www.matsne.gov.ge 20000000005001016012

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო

ფასი შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც

მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;

ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად

ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან;

გ) თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს.

12. იდენტური საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ,

ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა ან/და მწარმოებელი.

13. მსგავსი საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტური, მაგრამ აქვთ მსგავსი

მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ

ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელი.

14. ამ მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება

აქვს, განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც პირების ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს მათ

შორის განხორციელებული გარიგების შედეგებზე.

15. ამ მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისათვის ითვლება, რომ პირთა ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა

არ მოუხდენია გარ�

კითხვები კანონზე

რომელ მუხლშია გადასახადის სახეები?

მე-6 მუხლი განმარტავს გადასახადის ცნებასა და სახეებს; კონკრეტული გადასახადის გამოსათვლელად მის შესაბამის ნაწილსაც გაეცანით. წაიკითხეთ მუხლი: მუხლი 6. გადასახადის ცნება და სახეები