Avukat Bul

Rovshan Ziadaliev✓

Rovshan Ziadaliev

GBA BAR ID: 10467📍 Tbilisi
0.0Puan
0Yorumlar
7yıllık deneyim

Biyografi

პროფესიონალიზმი • გამოცდილება • ნდობა • შედეგი

ადვოკატი როვშან ზიადალიევი — იურიდიულ სფეროში 2019 წლიდან.

როვშან ზიადალიევი არის პრაქტიკოსი ადვოკატი, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით, წარმატებით დასრულებული საქმეებითა და კლიენტთა ინტერესების დაცვისადმი მაღალი პასუხისმგებლობით, იგი ორიენტირებულია ხარისხიანი, ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურების გაწევაზე.

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ადვოკატ როვშან ზიადალიევს დაგროვილი აქვს მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა სირთულის სამართლებრივი დავებისა და სისხლის სამართლის საქმეების წარმოებაში, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

მის პროფესიულ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქმეებს, რომლებშიც დაცვის მხარის სამართლებრივი არგუმენტაციისა და აქტიური მუშაობის შედეგად მიღწეულ იქნა კლიენტებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები, მათ შორის ბრალდებულთა პატიმრობიდან გათავისუფლება და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

• სისხლის სამართალი — ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, სასამართლოში წარმომადგენლობა, აღკვეთის ღონისძიებების გასაჩივრება და საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებული სამართლებრივი მომსახურება.

• სამოქალაქო სამართალი — ქონებრივი დავები, სახელშეკრულებო ურთიერთობები, ვალდებულებითი სამართალი და სხვა სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები.

• საოჯახო სამართალი — განქორწინება, ალიმენტი, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებული დავები და ოჯახური ურთიერთობებიდან წარმოშობილი სამართლებრივი საკითხები.

• ადმინისტრაციული სამართალი — ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გასაჩივრება.

• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები — საკუთრების უფლების დაცვა, მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული დავები და ქონებრივი უფლებების სამართლებრივი უზრუნველყოფა.

• იურიდიული კონსულტაცია და დოკუმენტაციის მომზადება — სამართლებრივი შეფასებების, განცხადებების, საჩივრების, სარჩელებისა და შუამდგომლობების მომზადება.

ჩვენი პროფესიული პრინციპები

ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული საქმე განიხილება მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე.

პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა — თითოეული კლიენტის ინტერესების დაცვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების შესაბამისად.

კონფიდენციალურობა და ნდობა — კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვა და ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აქტიური და პრინციპული სამართლებრივი დაცვა — სამართლებრივი პოზიციის დასაბუთება, მტკიცებულებების დეტალური შესწავლა და კლიენტის უფლებების თანმიმდევრული დაცვა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე.

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია თითოეული ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და კლიენტებისთვის კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გაწევა.

გვჯერა, რომ ყოველი საქმის უკან დგას ადამიანი, მისი უფლებები, თავისუფლება, ოჯახი და მომავალი. სწორედ ამიტომ, თითოეულ საქმეს ვუდგებით განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, ყურადღებითა და პროფესიული ერთგულებით.

როვშან ზიადალიევის საადვოკატო ბიურო — თქვენი უფლებების დაცვა ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობაა.

Gürcistan’da avukatlar

Uzmanlık alanları

Ceza hukukuTicaret hukukuMedeni hukukAile hukukuGöçmenlik hukukuİş hukukuGayrimenkul hukukuVergi hukuku

Diller

AzerbaycancaİngilizceGürcüceRusça

Eğitim

  • ILIA STATE UNIVERSITY · Bakalavr (LL.B) · 2018

Çevrim içi danışmanlık

120 ₾
Tarih seçin
Saat seçin

Önce tarih seçin