კანონმდებლობა

კანონმდებლობის კატალოგში დაბრუნება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი — სანივთო სამართალი

LIDA.ge-ზე ტექსტები საინფორმაციო მიზნითაა მოცემული. ნორმის გამოყენებამდე „მაცნეზე“ გადაამოწმეთ ენა, რედაქცია და სამართლებრივი სტატუსი.

ყველა მუხლი

ზოგადი დებულებები · სანივთო სამართალი · ვალდებულებითი სამართალი · ინტელექტუალური საკუთრება · საოჯახო სამართალი · მემკვიდრეობის სამართალი

წიგნი მეორე

სანივთო (ქონებრივი) სამართალი

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

კარი პირველი

ქონება

მუხლი 147. ცნება

ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა

ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც

შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

მუხლი 148. ნივთის სახეები

ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

მუხლი 149. უძრავი ნივთის ცნება

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული

მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

მუხლი 150. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

1.ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის

განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე

უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც

მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც

ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს .

მუხლი 151. საკუთვნებელი

1. საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი,

მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო

დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების

მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.

2. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია

სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.

მუხლი 152. არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნება

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს

სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა

მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

მუხლი 153. აქცესორული და შეზღუდული უფლებები

1. აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება

არსებობდეს.

2. შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო უფლებისგან, რომელიც დატვირთულია

ამ შეზღუდული უფლებით.

მუხლი 154. ნივთისა და უფლების ნაყოფი

1. ნივთის ნაყოფი არის ის შემოსავალი, ნამატი ან/და უპირატესობა, რომელთაც ეს ნივთი იძლევა.

2. უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების

შედეგად.

3. ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და უპირატესობა, რომელთა მიღებასაც

ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით.

4. უფლებამოსილება ნივთზე ან უფლებაზე შესაძლებელს ხდის ამ ნივთისა თუ უფლების ნაყოფის მიღებას

ამ უფლებამოსილების ვადისა და მოცულობის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

5. თუ პირი მოვალეა უკან დააბრუნოს ნაყოფი, მას შეუძლია მოითხოვოს ნაყოფზე გაწეული ხარჯების

ანაზღაურება, თუკი ეს ხარჯები სწორი სამეურნეო საქმიანობის შედეგია და ნაყოფის ღირებულებას არ

აღემატება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

კარი მეორე

მფლობელობა

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მუხლი 155. ცნება. სახეები

1. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

2. მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე,

მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ

პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.

3. თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული

ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი ითვლება

პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი მიიჩნევა

არაპირდაპირ მფლობელად.

4. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.

5. თუ ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს, ისინი ითვლებიან ცალკეული ნაწილების

მფლობელებად.

მუხლი 156. მფლობელობის შეწყვეტა

მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს

ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

მუხლი 157. მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე

მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან

(სამკვიდროს დამტოვებელთან).

მუხლი 158. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

1. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება

საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს

ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია

მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

მუხლი 159. კეთილსინდისიერი მფლობელი

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ

პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

მუხლი 160. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების

მოთხოვნა

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ

მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს

მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს

უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით .

მუხლი 161. კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი

მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის

აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

მუხლი 162. მართლზომიერი მფლობელის უფლებები

1. დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი

მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი.

2. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან.

მუხლი 163. არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა

1. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს

უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს

თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

2. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და

ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის

კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით

მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე,

რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების

მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.

3.კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ

დაკმაყოფილდება.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მუხლი 164. არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი

არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე

მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი,

რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ

მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება

მოჰყვა შედეგად. სხვა მოთხოვნები არაკეთილსინდისიერი მფლობელის მიმართ უცვლელი რჩება.

მუხლი 165. მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

1. თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს

მასზე საკუთრების უფლებას (საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით).

2. მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ მან

მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა.

მუხლი 166. ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდი

თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი

ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.

მუხლი 167. უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ

შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია

არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.

მუხლი 168. ნივთის მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის პრეტენზიის გამო

ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

მუხლი 169. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

კარი მესამე

საკუთრება

თავი პირველი

საკუთრების შინაარსი

მუხლი 170. ცნება. საკუთრების უფლების შინაარსი

1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში

თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით

სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ

ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ

სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი

მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

3. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით

შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა

ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება ან თვითონ

დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა სხვა პირის

სარგებლობაში.

მუხლი 171. საკუთრების უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე

ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.

მუხლი 172. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა

მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

2. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე,

მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა

კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის

შეტანის გზით.

3. (ამოღებულია - 11.12.2015, No4625) .

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3885 - სსმ I, No48, 22.12.2006წ., მუხ.327

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი No4625 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.

მუხლი 173. საერთო საკუთრება

1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში

არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა

თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

2. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება

დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი

ინტერესებისათვის.

3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ

თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის

უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

თავი მეორე

სამეზობლო სამართალი

მუხლი 174. ცნება. ურთიერთპატივისცემის მოვალეობა

მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული

უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან

სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

მუხლი 175. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება

1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის

ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა

ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ

ხელყოფენ მის უფლებას.

2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა

ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი

ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

3. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის

მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება

მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

მუხლი 176. დაუშვებელი ხელყოფა

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან

ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს

იმთავითვე აშკარაა.

მუხლი 177. საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა

თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია

მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

დაუშვებელია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების

შეცვლა ან ამ წყლებით მანიპულირება ისე, რომ ამან სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის შემცირება ან/და

ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს; დაუშვებელია მდინარეთა ბუნებრივი დინების ხელყოფა.

მუხლი 178. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლება ნაყოფზე

1. თუ ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობელ მიწის ნაკვეთზე დავარდა, იგი ჩაითვლება ამ ნაკვეთის ნაყოფად.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც მის

ნაკვეთზე გადავიდა.

მუხლი 179. ფულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისათვის

1. თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის

საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის

წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა.

2. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც

ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მუხლი 180. აუცილებელი გზა

1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან,

ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს

მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის

უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა

მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით

გამოიხატოს.

2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული

დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით .

მუხლი 181. სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა

1. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის

მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის

აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა

სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა,

მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო

შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო.

მუხლი 182. სასაზღვრო ნაგებობით სარგებლობის უფლება

1. თუ მიწის ორი ნაკვეთი ერთმანეთისაგან გამიჯნულია ღობით ან საზღვრად გამოყენებული სხვა

ნაგებობით, ივარაუდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ თანაბარი უფლება ისარგებლონ ამ

ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი

მეზობლის საკუთრებაა.

2. თუ ორივე მეზობელი უფლებამოსილია ერთობლივად ისარგებლოს საზღვრად გამოყენებული ნაგებობით,

თითოეულ მათგანს შეუძლია ნაგებობა მხოლოდ ისე გამოიყენოს, რომ ამით ხელი არ შეუშალოს მეორე

მეზობელს თანასარგებლობაში.

3. ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება.

4. ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია ამ სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია

მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე.

თავი მესამე

საკუთრების შეძენა და დაკარგვა

I. საკუთრების შეძენა უძრავ ნივთებზე

მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე

1. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით

განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

2. ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ

განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი No2799 - სსმ I, No14, 30.03.2010წ., მუხ.94

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი No5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი No5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი No5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

მუხლი 184. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება

უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის

განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება

უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება

სავალდებულო ძალას.

მუხლი 185. შემძენის ინტერესების დაცვა

შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის

რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ

იყო მესაკუთრე . (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის

თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი

შემძენისათვის ცნობილია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის

გადაწყვეტილება No3/4/550 – ვებგვერდი, 26.10.2017წ.

II. საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე

მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები

1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების

საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

1 1 . ბავშვის საკუთრებაში არსებული 1 000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან

სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად,

სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი

მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ

მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების

მინიჭება .

საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი No5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი No5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი

1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ

შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან

უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს

ნივთის გადაცემამდე.

2. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას

მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის

უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე

გასხვისებული ნივთების მიმართ.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი No5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

მუხლი 188. პირობადებული საკუთრება

1. თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის

გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ

შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე

ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.

2. პირველ ნაწილში აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, თუ გამსხვისებელი ნებისმიერი

სხვა გზით, ვიდრე საფასურის გადახდაა, დაკმაყოფილდება, ან თუ შემძენი მიუთითებს მოთხოვნის

ხანდაზმულობაზე.

მუხლი 189. საკუთრების გადაცემა ფასიანი ქაღალდების მეშვეობით

თუ შემძენზე საკუთრების გადასვლისთვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ აუცილებელია ფასიანი

ქაღალდის გადაცემა, საკუთრება გადასულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსხვისებელი შემძენს

გადასცემს ფასიან ქაღალდს.

მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე

1. თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი

მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები,

რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.

2. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით

ნივთის მფლობელობას მიატოვებს.

მუხლი 191. ნაპოვარი

1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს,

მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, – პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს,

და გადასცეს ეს ნივთი.

2. განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა

იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში

უკვე გაცხადებული იყო. საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ

ნივთზე.

3. თუ უფლებამოსილი პირი იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი)

ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე. გარდა ამისა, მპოვნელს შეუძლია მოსთხოვოს უფლებამოსილ პირს

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

ან სათანადო ორგანოს ნივთის შენახვის ხარჯების ანაზღაურება.

4. თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ერთი წლის შემდეგ

ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან, თუ ლაპარაკია დაბალი ღირებულების ნივთზე,

უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი.

5. თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს მოითხოვს,

მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება, ხოლო მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა.

მუხლი 192. განძი

თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის

დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც

იქნა განძი ნაპოვნი.

მუხლი 193. საკუთრების შეძენა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე

თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი

ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად

ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.

მუხლი 194. თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე

1. თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის

არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, ანდა მოძრავი ნივთები ერთმანეთს შეერწყნენ, მაშინ ადრინდელი

მესაკუთრეები ხდებიან ამ ახალი ნივთის თანამესაკუთრენი. წილი განისაზღვრება იმ ღირებულების

შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს ჰქონდათ.

2. თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ

მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედაც.

მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე

თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ მწარმოებელი

და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან. წილი განისაზღვრება მასალის

ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 196. უფლებათა გაქარწყლება საკუთრების გადასვლისას

თუ საკუთრება გადადის 193-195-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა

უფლება ქარწყლდება.

მუხლი 197. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

1. პირს, რომელიც 193-195-ე მუხლების მიხედვით კარგავს თავის საკუთრებას, ან სხვაგვარად ირღვევა მისი

უფლება, შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვინც მესაკუთრე გახდა. პირვანდელი

მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ ახალმა მესაკუთრემ

ნივთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით მესამე პირისაგან შეიძინა.

III. საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე

მუხლი 198. ცნება. შინაარსი

1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება

საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში,

როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა

საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ

მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.

3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ

დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები

დაეკისრება ახალ მფლობელს.

[ 4. ამ მუხლისა და ამ კოდექსის 199-ე−205-ე და 207-ე მუხლების მოქმედება არ ვრცელდება „ფაქტორინგის

შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობებზე. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი No1454 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

მუხლი 199. მოთხოვნის დათმობა

1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს

დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს

(მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ,

თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული

ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

მუხლი 200. მოვალის უფლება მოთხოვნის დათმობისას

ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება

მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.

მუხლი 201. უზრუნველყოფის საშუალებათა გადასვლა მოთხოვნის დათმობისას

1. მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და

მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

2. მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი

მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.

მუხლი 202. მოთხოვნის მფლობელთა რიგითობა

თუ ერთსა და იმავე მოთხოვნის დათმობაზე მოთხოვნის მფლობელი რამდენიმე პირს შეუთანხმდება, მაშინ

მოვალის წინაშე უფლებამოსილი იქნება ის პირი, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა სხვებზე ადრე

დაამყარა ურთიერთობა. თუკი შეუძლებელია ამის დადგენა, მაშინ უპირატესობა ეძლევა იმ პირს, რომლის

შესახებაც მოვალეს უფრო ადრე ეცნობა.

მუხლი 203. ვალის გადაკისრება

1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე

პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ

შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას

თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა

მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება

კანონით.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი No2117 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

მუხლი 205. ახალი მოვალის უფლებები

ახალ მოვალეს შეუძლია მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომლებიც

გამომდინარეობს მოთხოვნის მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან. მას

არა აქვს უფლება გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა.

მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას

ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან

გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ

წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი No1902 – სსმ I, No4, 22.01.2003 წ., მუხ.20

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5667 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი No2117 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

მუხლი 207. მოთხოვნის დათმობა კანონის ძალით

წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების

დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური

სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

თავი მეოთხე

ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი

ფართობის) შეძენის საფუძვლები

ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შესაძენად აუცილებელია

გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების

რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 209. გაქირავებული ბინის შეძენა

თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, მაშინ იგი იკავებს გამქირავებლის ადგილს.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 210. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 211. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 212. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 213. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 214. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 215. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 216. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 217. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 218. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 219. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 220. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 221. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 222. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 223. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 224. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 225. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 226. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 227. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მუხლი 228. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 229. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 230. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 231. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

მუხლი 232. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი No5278 - სსმ I, No29, 27.07.2007წ., მუხ.322

თავი მეხუთე

სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა

I. აღნაგობა

მუხლი 233. ცნება

1. მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან

მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის,

თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).

2. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი

აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას.

3. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს

ოთხმოცდაცხრამეტ წელს.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი No2978 - სსმ I, No24, 10.05.2010წ., მუხ.144

მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე

1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის

წესები.

2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით

შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.

3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ხდება მიწის

ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი No2978 - სსმ I, No24, 10.05.2010წ., მუხ.144

მუხლი 235. აღნაგობის უფლების გასხვისება

თუ მხარეთა შეთანხმებით აღნაგობის უფლების გასასხვისებლად ან გასაქირავებლად საჭიროა მიწის

ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეს შეუძლია უარი თქვას ამ თანხმობის გაცემაზე მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ საამისოდ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.

მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის

1. აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის

მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

2. საზღაურის გადაუხდელობის გამო აღნაგობის უფლება მესაკუთრის მხრიდან შეიძლება ცალმხრივად

შეწყდეს ამ ვალდებულების 2 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით

სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის მხარეებმა შეიძლება ათი წლის შუალედით განსაზღვრონ. თუ

ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება, მხარეები ვალდებულნი არიან თავიდან შეთანხმდნენ

საზღაურზე.

საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი No4336 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.

მუხლი 237. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია

აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს

შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს რიგი არ შეიძლება შეიცვალოს.

მუხლი 238. აღნაგობის უფლების შეწყვეტა

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

2. აღნაგობის უფლება არ ისპობა მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის დანგრევით.

მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა

1. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ

არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება

ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ

გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ

მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის

აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებაზე, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.

3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი

შემადგენელი ნაწილები.

საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი No4336 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.

მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება

(ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით

ცვლის მას.

2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ დატვირთულია იპოთეკით,

იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება.

საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი No4336 - ვებგვერდი, 20.10.2015წ.

მუხლი 241. უფლებამონაცვლეობა აღნაგობის უფლების შეწყვეტისას

აღნაგობის უფლების შეწყვეტისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ხდება აღნაგობის უფლების მქონე პირის მიერ

დადებული ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების მონაწილე.

II. უზუფრუქტი

მუხლი 242. ცნება

უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც

მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ

მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან

მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის

საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან

იჯარის ურთიერთობების მონაწილე.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 243. უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება

უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს.

მუხლი 244. უზუფრუქტის სახეები

1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.

2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის

ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული

პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი.

მუხლი 245. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი

1. უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტების

მდგომარეობა.

2. უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება შეცვალოს სარგებლობის მიზანი.

3. უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს ამ ნივთის ის ნაყოფიცა და სარგებელიც, რომლებიც არ არის

მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია

მესაკუთრეს აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც მიადგა ნივთს ასეთი გამოყენების შედეგად.

4. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია აანაზღაუროს

მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის.

5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე დააზღვიოს ნივთი, თუ ეს

გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო ან

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის

იურიდიული პირია, მუნიციპალიტეტია (თუ უზუფრუქტის საგნის მესაკუთრე სხვა მუნიციპალიტეტია) ან

სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული

პირია, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო.

6. თუ ნივთი განადგურდა, დაზიანდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები,

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

უზუფრუქტუარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის

ღონისძიებები, რომლებიც მესაკუთრემ განახორციელა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრე არ

არის ვალდებული მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ ამ ღონისძიებებს ატარებს თვითონ უზუფრუქტუარი, მაშინ

მას შეუძლია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ მოაშოროს ნივთს ის საგნები, რომლებიც მან ამ

ღონისძიებათა შედეგად მიუმატა, ან მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ საგნების სათანადო კომპენსაცია.

7. თუ ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში უზუფრუქტუარი გაასხვისებს ცალკეულ საგნებს,

მაშინ გასხვისებული საგნების ადგილი უნდა დაიკავოს მის მიერ შეძენილმა საგნებმა.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი No1541 - სსმ I, No21, 03.08.2009წ., მუხ.124

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი No6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 246. უზუფრუქტის შეწყვეტა

1. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს.

2. უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში აღმოჩნდება.

III. სერვიტუტები

მუხლი 247. ცნება

1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის

სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ

შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება,

ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის

მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის

გათვალისწინებული წესები.

2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 248. სერვიტუტის პირობები

1. სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის

ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.

2. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული

(დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს.

მუხლი 249. ნაგებობის მოვლის ვალდებულება

თუ სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც,

მაშინ უფლებამოსილ პირს ეკისრება ამ ნაგებობის სათანადოდ მოვლის ვალდებულება. ამავე დროს, მხარეები

შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნაგებობის მოვლის ვალდებულება დაეკისროს დატვირთული მიწის ნაკვეთის

მესაკუთრეს, თუ ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები.

მუხლი 250. მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგები

თუ უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთი გაიყოფა, მაშინ სერვიტუტი გაგრძელდება თითოეულ ნაკვეთზე

ცალ-ცალკე. ამ დროს სერვიტუტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გააუარესებს

დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას.

მუხლი 251. გაყოფის შედეგად სერვიტუტისაგან თავისუფალი ნაწილი

თუ დატვირთული მიწის ნაკვეთი გაიყო და სერვიტუტი მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ

გაყოფის შემდეგაც მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც არ იყო სერვიტუტი, მისგან თავისუფალი

დარჩება.

მუხლი 252. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა

თუ უფლებამოსილ პირს ხელი შეეშლება მისი უფლების განხორციელებაში, მაშინ ამის თავიდან

ასაცილებლად მას იგივე უფლებები აქვს, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს.

მუხლი 253. პირადი სერვიტუტი

1. უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში

გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ

პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის

გამოიყენოს ბინად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი შეზღუდული პირადი სერვიტუტი სხვა პირებს

არ გადაეცემა.

თავი მეექვსე

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება

I. გირავნობა

მუხლი 254. ცნება

1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა

პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი

მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას,

დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა

შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან

არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა

კრედიტორებთან შედარებით.

3. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები.

3 1 . არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გირავნობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს

აგრეთვე „სასოფლო-სამ ეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7

მუხლით დადგენილი წესი.

3 2 . დამგირავებელს ეკრძალება იმ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დაგირავება, რომელიც „იპოთეკით

დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით

გათვალისწინებულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივია.

4. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი, თუ

შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით.

4 1 . გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა

ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან / და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე.

5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება).

სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო

ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის

შესაბამისად.

6. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის

ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული

სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე

სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 254-ე მუხლის მე-6 ნაწილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020

წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება No1/4/1380 – ვებგვერდი, 22.12.2020წ.

7. (ამოღებულია - 22.07.2021, No808) .

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი No4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება No1/4/1380 – ვებგვერდი,

22.12.2020წ.

საქართველოს 2021 წლის 22 ივლისის კანონი No808 – ვებგვერდი, 26.07.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი No2117 – ვებგვერდი, 16.12.2022წ.

მუხლი 255. გირავნობის სახეები

გირავნობის სახეებია:

ა) მფლობელობითი გირავნობა;

ბ) რეგისტრირებული გირავნობა.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 256. გირავნობის ფარგლები

1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ

შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის

ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით

სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი No4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი No5668– ვებგვერდი, 16.01.2012წ.

მუხლი 257. მფლობელობითი გირავნობა

1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის

ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.

2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის

მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა

1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით

დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ

მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის

მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს:

ა) მისი შედგენის თარიღი;

ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა იმგვარად , რომ შესაძლებელი იყოს მისი

განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა,

რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.

3 1 . ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის,

ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ

სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე

რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება

და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში

– საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების

ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის

დამოწმება, თუ:

ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი

პირის თანდასწრებით;

ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის

გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“

საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და

სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს

განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი No4310 - სსმ I, No2, 04.01.2007წ., მუხ.35

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი No314 - სსმ I, No24, 20.10.2008წ., მუხ.160

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი No4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი No6311 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი No1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი No5674 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

მუხლი 258 1 . გირავნობის მოწმობა

1. მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის

პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების

საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.

2. გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი , რომლითაც დასტურდება საჯარო

სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

სააგენტოში ამ კოდექსის 258- ე მუხლის მე -4 ნაწილით განსაზღვრული გირავნობის უფლების

რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას

მოგირავნეს უფლება აქვს , უფლებამოსილ ორგანოს ( თანამდებობის პირს ) მოსთხოვოს გირავნობით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის

მფლობელობაში გადაცემა .

3. გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის

უზრუნველყოფისათვის ამ კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 260 1 მუხლით განსაზღვრულ

მხარეთა შეთანხმებას.

4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების

სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე

პასუხისმგებელია მოგირავნე.

5. გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანებით.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი No1541 - სსმ I, No21, 03.08.2009წ., მუხ.124

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი No1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი

1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით

განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ

კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.

2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს

შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის

პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხდება მათი შეძენისთვის დადგენილი წესით. დემატერიალიზებულ

ფასიან ქაღალდებზე გირავნობის უფლება წარმოიშობა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის

შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი No3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.

მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი

1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის

ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

2. (ამოღებულია - 21.07.2018, No3315) .

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

მუხლი 260 1 . დაგირავებული ნივთის გადასვლა კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში

დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით

გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ

პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 261. მოგირავნის და დამგირავებლის უფლებები და მოვალეობები

1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი

გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ

მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ

მხარეს აქვს მეორე მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის,

წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.

2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას უფლება აქვს მიიღოს სარგებელი

გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის მფლობელობაში გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება

შეუძლია, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია

მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს.

მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე

ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული სარგებლის

შესახებ.

3. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი

ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი

საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.

4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულებას,

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ

გირავნობის საგნის სათანადო მოვლა-შენახვის ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე, დამგირავებელს

უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა.

5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი

სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა

მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების

გათვალისწინებით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 262. გირავნობის საგნის დაზღვევა

დამგირავებელი ვალდებულია დააზღვიოს გირავნობის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს

გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 263. იმ დამგირავებლის უფლებები, რომელიც არ წარმოადგენს მოგირავნის პირად მოვალეს

დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, შეუძლია

მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი

შესაგებლები, რომლებზედაც მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 264. სუროგაცია

1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე,

მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან

დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს

გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამგირავებელს უფლება აქვს მის მიერ

მიღებული თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული, გაუფასურებული ნივთის

შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს გირავნობის საგნის ადგილს.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი No4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი

შედეგები

1. გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ

მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს

გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ

საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ

გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის

ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა

განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმამდე არსებულ

გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი No4323 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.

მუხლი 266. გარიგების დადება გირავნობის საგანზე

1. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს გირავნობის

საგანს გირავნობის უფლების შეწყვეტამდე.

2. დამგირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების

შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს აქვს თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების

უფლება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 267. საგნის დაგირავება რამდენჯერმე და გირავნობის უფლებათა რიგითობა

1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა

განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის

დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.

3. ამ კოდექსის 568-ე, 586-ე , 596-ე , 634-ე , 685-ე და 796-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში

მოგირავნეს აქვს გირავნობის საგნიდან თავისი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ყველა სხვა

მოგირავნესთან შედარებით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 268. მოგირავნის უფლებების დაცვა

თუ მოგირავნეს ხელი შეუშალეს თავისი უფლებების განხორციელებაში, მას შეუძლია იგივე უფლებები

გამოიყენოს, რაც მესაკუთრემ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 269. გირავნობის უფლების გადასვლა ახალ კრედიტორზე

1. სხვა პირისათვის მოთხოვნის გადაცემით ამ პირზე (ახალ კრედიტორზე) გადადის გირავნობის უფლებაც.

2. გირავნობის უფლება წყდება, თუ მფლობელობითი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის

დათმობისას მოთხოვნის დათმობის მომენტიდან გონივრულ ვადაში, ახალი კრედიტორი არ მოითხოვს

გირავნობის საგნის მისთვის ან მის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გადაცემას ან გირავნობის უფლების

რეგისტრაციას.

3. ყოველი მესამე პირი, რომლის უფლებრივი მდგომარეობაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად

შეიძლება გაუარესდეს, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მოგირავნის მოთხოვნა და ამ გზით შეიძინოს მისი

უფლებები დამგირავებლისა და შესაძლო მოვალე მესამე პირის მიმართ.

4. გირავნობის უფლება არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს შესაბამისი მოთხოვნის გადაცემის გარეშე. თუ

მოთხოვნის გადაცემისას გამორიცხულია გირავნობის უფლების გადაცემა, მაშინ გირავნობის უფლება წყდება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 270. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოთხოვნის გაუქმების გამო

გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი

არსებობს.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 271. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობის საგნის დაღუპვის გამო

გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი ფიზიკურად შეწყვეტს არსებობას.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 272. გირავნობის უფლების შეწყვეტა გირავნობაზე უარის თქმით

1. რეგისტრირებული გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მოგირავნე უარს იტყვის

გირავნობაზე რეგისტრაციის გზით.

2. მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება იმ შემთხვევაში, როცა მფლობელობა დამგირავებელს

უბრუნდება ან მოგირავნე უარს ამბობს გირავნობის უფლებაზე.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 273. გირავნობის უფლების შეწყვეტა მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის გამო

(კონსოლიდაცია)

გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი გადადის მოგირავნის საკუთრებაში.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 274. გირავნობის საგნის გასხვისება

1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ

მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

[ 1. გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ

მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

2. რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და

შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს

კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო

მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან

საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება,

რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების

შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

3. მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში

გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ

შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

4. დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების

შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა

გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად

მოქმედებდნენ .

[ 5. „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგის შედეგად დებიტორული

დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება დებიტორულ

დავალიანებაზე და ფაქტორის საკუთრებაში გადადის გირავნობის უფლებით დაუტვირთავი ქონება. ამ

შემთხვევაში გირავნობის უფლება არსებობას აგრძელებს აღნიშნული დებიტორული დავალიანების ფაქტორის

საკუთრებაში გადაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალზე. თუ ფაქტორს დებიტორული დავალიანების ნაწილი

გადაეცემა, ეს წესი აღნიშნული დებიტორული დავალიანების მხოლოდ გადაცემულ ნაწილზე გავრცელდება.

(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი No4310 - სსმ I, No2, 04.01.2007წ., მუხ.35

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი No1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი No1454 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

მუხლი 275. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას

1. გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული

საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.

2. რეგისტრირებული გირავნობის უფლების შეწყვეტისას დამგირავებელს უფლება აქვს, მოგირავნეს

მოსთხოვოს გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო

მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო

საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული

გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. თუ არ არსებობს დამგირავებლის მოთხოვნა

გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაციის შესახებ, მოგირავნე ვალდებულია გირავნობის

უფლების შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიმართოს საჯარო რეესტრს ან საჯარო სამართლის

იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გირავნობის

უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში

დამგირავებელს აქვს მოგირავნისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დამგირავებელსაც. ასეთ

შემთხვევაში გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს

მოგირავნის მიერ გაცემული წერილობითი საბუთი, რომელიც ადასტურებს გირავნობის უფლების შეწყვეტას.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი No4310 - სსმ I, No2, 04.01.2007წ., მუხ.35

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი No1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

მუხლი 276. მოგირავნის დაკმაყოფილება

1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების

მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის

რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის

დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი

დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული

სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ

შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით

დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით

ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების)

ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების)

ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება

დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი

დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და

დამატებითი წესი.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

მუხლი 277. (ამოღებულია)

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 278. გირავნობის საგნის რეალიზაციისა და მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება

გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს

მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების

შემთხვევაში.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 279. რამდენჯერმე დაგირავებული საგნის რეალიზაციის უფლება

1. თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული, მაშინ მისი რეალიზაციის უფლება აქვს ნებისმიერ

მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას.

2. მოგირავნეს, რომლის გირავნობის უფლებაც წინ უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის

უფლებას, შეუძლია გირავნობის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ შემდგომი მოგირავნის წერილობითი

შეტყობინების მიღების დღიდან ორი კვირის განმავლობაში აცნობოს შემდგომ მოგირავნეს იმის თაობაზე, რომ:

ა) იგი სარგებლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალიზაციის

უფლებით. ამ შემთხვევაში შემდგომი მოგირავნე ვერ განახორციელებს რეალიზაციას და რეალიზაციის

განხორციელების ვალდებულება დაეკისრება წინა მოგირავნეს;

ბ) იგი თანახმაა, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს შემდგომმა მოგირავნემ, ოღონდ იმ

პირობით, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან თავისი მოთხოვნა უპირატესად დაკმაყოფილდება.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეალიზაციის შემთხვევებში რეალიზაციიდან ამონაგები

თანხიდან შემდგომი მოგირავნის მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილდება წინა მოგირავნის მოთხოვნა.

4. თუ წინა მოგირავნე არ ისარგებლებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით,

გირავნობის საგანი დატვირთული რჩება იმ მოგირავნეთა უფლებებით, რომელთა გირავნობის უფლებაც წინ

უსწრებს რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის უფლებას.

5. რეალიზაციის განმახორციელებელ მოგირავნესა და შემძენს ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო კანონით

გათვალისწინებულ შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის

შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით

გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი No4310 - სსმ I, No2, 04.01.2007წ., მუხ.35

მუხლი 280. რეალიზაციიდან ამონაგები თანხის განაწილება

1. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის

ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა.

2. გირავნობით რამდენჯერმე დატვირთული საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე

ვალდებულია რეალიზაციის ხარჯების დაფარვისა და თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ

დარჩენილი თანხა შეინახოს ნოტარიუსთან დეპოზიტზე შემდგომი მოგირავნეების მოთხოვნების

დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ყოველი შემდგომი მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა

მოგირავნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ.

3. გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე

შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს.

4. გირავნობის საგნის რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე პასუხს აგებს სხვა მოგირავნეების

წინაშე იმ ზიანისათვის, რაც წარმოიშობა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების

შეუსრულებლობისთვის.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 281. გირავნობის საგნის გადაცემა რეალიზაციის უფლების მქონე მოგირავნისათვის

1. გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მისი საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების მქონე

მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა. მოგირავნის

მოთხოვნა მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა

დაკმაყოფილდეს.

2. თუ მოთხოვნის რეალიზაცია დამოკიდებულია ამა თუ იმ იურიდიული მოქმედების შესრულებაზე, მაშინ

მოგირავნეს შეუძლია დამგირავებელს მოსთხოვოს ამის განხორციელება. თუ დამგირავებელი ორი კვირის

ვადაში არ შეასრულებს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია, ეს მოქმედება დამგირავებლის

სახელით განახორციელოს მესამე პირთა მიმართ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი No1541 - სსმ I, No21, 03.08.2009წ., მუხ.124

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მუხლი 281 1 . დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე

ტექნიკური საშუალების მოგირავნისათვის გადაცემა

1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის

წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე

მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის

დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა.

2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“

საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და

სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო

წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე

მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის

დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის

მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით

უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება.

4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას.

5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის

შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება

ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება.

6. მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით

განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური

საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს.

7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის

მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი No1541 - სსმ I, No21, 03.08.2009წ., მუხ.124

საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი No1833 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.

მუხლი 282. გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

1. მოგირავნე ვალდებულია რეალიზაციამდე ორი კვირით ადრე გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე

წერილობით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები.

2. (ამოღებულია - 11.05.2007, No4744) .

3. რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების წინასწარი

წერილობითი გაფრთხილების გარეშეც, თუ:

ა) არსებობს გირავნობის საგნის საბაზრო ან საბირჟო ფასის დაცემის რეალური საფრთხე;

ბ) გირავნობის საგანი მალფუჭებადია.

4. მოგირავნე კარგავს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებას, თუ დამგირავებლისათვის ამ მუხლის

პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარების დღიდან ნებისმიერ დროს, ვიდრე არ

განხორციელებულა გირავნობის საგნის რეალიზაცია, შესრულდება უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი No4310 - სსმ I, No2, 04.01.2007წ., მუხ.35

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 283. გირავნობის საგნის რეალიზაცია

1. მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის

შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის

პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი

გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების

გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს

დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის.

2. თუ გირავნობის საგანს აქვს საბირჟო ან საბაზრო ფასი, მოგირავნეს შეუძლია გირავნობის საგნის გაყიდვა

მიანდოს სპეციალურ სავაჭრო დაწესებულებას.

3. თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ

შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია წარუდგინოს დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის

სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 284. მხარეთა შეთანხმება რეალიზაციის სხვა წესზე

1. მოგირავნესა და დამგირავებელს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში შეუძლიათ

გაითვალისწინონ, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება

განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში,

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით.

2. დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ ასევე შეთანხმდნენ გირავნობის საგნის რეალიზაციის

განსხვავებულ წესზე, რომელიც განსხვავდება ამ თავში მოცემული წესებისაგან. ასეთ შემთხვევაში გირავნობის

საგნის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს გონივრულ და სამართლიან ფასში დამგირავებლისა და სხვა

მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

მუხლი 285. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგები

1. გირავნობის საგნის რეალიზაციით შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, გარდა 279-ე მუხლის

მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის არამართლზომიერი რეალიზაციის შემთხვევაში შემძენი იძენს

საკუთრების უფლებას, თუ იგი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

მუხლი 285 1 . ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ

რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნე ვალდებულია, რეალიზაციის განხორციელებიდან

გონივრულ ვადაში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, წარუდგინოს დამგირავებელს წერილობითი

ანგარიში გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას რეალიზაციის

ხარჯების, რეალიზაციიდან ამონაგები თანხისა და ამ თანხის გამოყენების თაობაზე.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი No1826 - სსმ I, No41, 19.07.2005წ., მუხ.284

II. იპოთეკა

მუხლი 286. ცნება

1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად,

რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში

მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით

(იპოთეკა).

2. იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ

იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.

3. ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით.

ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია

რეესტრში.

3 1 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად

გამოყენების (დატვირთვის) შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე „სასოფლო-

სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი

წესი.

4. ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის

ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს

მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო

სატრანსპორტო საშუალება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული

ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის

ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო

ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი

სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების

უზრუნველყოფაზე.

6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული

ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად

გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ

მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ

იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის)

ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი

მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით

გათვალისწინებული შეზღუდვა.

[ 6 1 . აკრძალულია ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) საცხოვრებელი ტიპის უძრავი

ქონების ფაქტორინგის, მათ შორის, რევერსიული ფაქტორინგის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის

უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება, თუ არ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნული

მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

დამატებით არანაკლებ 1 საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონებაა რეგისტრირებული. (ამოქმედდეს 2027 წლის 1

იანვრიდან)]

7. მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის

ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და

მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები .

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი No2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი No1454 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.

მუხლი 287. საერთო იპოთეკა

თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა),

საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია,

სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ

შეთანხმებულან.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 288. მესაკუთრის იპოთეკა

თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა, არ წარმოშობილა, იგი ქარწყლდება ან

გადადის უძრავი ნივთის მესაკუთრეზე, მაშინ იპოთეკაც გადადის ამ უკანასკნელზე (მესაკუთრის იპოთეკა).

მუხლი 289. იპოთეკის რეგისტრაცია

1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება

ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 311 1 მუხლით

დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე

მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი

მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

1 1 . სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის

ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი

ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ

მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას.

1 2 . იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ნოტარიუსი უზრუნველყოფს საქართველოს

კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას. იპოთეკის საჯარო რეესტრში

რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

1 3 . ამ მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის,

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან რეგისტრირებული

საინვესტიციო ფონდის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე.

2. მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით საჯარო რეესტრი გასცემს იპოთეკის

მოწმობას. იპოთეკის მოწმობის გაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

3. იპოთეკის ხელშეკრულება, რომელზედაც მხარეთა შეთანხმებით გაიცემა იპოთეკის მოწმობა, უნდა

დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სამართლებრივი

ქმედება, რომელიც მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას, უნდა დაამოწმოს იმავე ნოტარიუსმა, რომელმაც

დაამოწმა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება.

4. საერთო იპოთეკაზე გაიცემა მხოლოდ ერთი იპოთეკის მოწმობა.

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი No1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი No1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი No2622 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი No3942 - ვებგვერდი, 27.12.2023წ.

მუხლი 289 1 . იპოთეკის მოწმობა

1. იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მისი კანონიერი მფლობელის

უფლებას:

ა) მოითხოვოს იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება;

ბ) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან.

2. იპოთეკის მოწმობა დგება ერთ ეგზემპლარად.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 289 2 . იპოთეკის მოწმობის შინაარსი

1. იპოთეკის მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა) სათაურში აღნიშვნას „იპოთეკის მოწმობა“;

ბ) იპოთეკარის სახელსა და მისამართს;

გ) მოვალის სახელსა და მისამართს;

დ) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელსა და მისამართს;

ე) იპოთეკით დატვირთული ქონების სარეგისტრაციო კოდს, იპოთეკის საგნის მისამართს;

ვ) აღნიშვნას იპოთეკის მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, შესაბამისი რეკვიზიტების

მითითებით;

ზ) მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი დატვირთული სხვა იპოთეკით

ან სხვა სანივთო ან ვალდებულებითი უფლებით;

თ) იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის ადგილსა და თარიღს;

ი) უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას;

კ) იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას, ხოლო თუ

ვალდებულება ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, – მისი შესრულების ვადებს;

ლ) იპოთეკის მოწმობის გაცემის თარიღს.

2. იპოთეკის მოწმობის ნამდვილობა დასტურდება საჯარო რეესტრის ბეჭდით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს იპოთეკის მოწმობის

ბათილობას.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 289 3 . იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე უფლების განხორციელება

1. იპოთეკის მოწმობის ფაქტობრივი მფლობელი ითვლება მის კანონიერ მფლობელად, ვიდრე

საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

2. იპოთეკის მოწმობის არსებობისას უზრუნველყოფილი მოთხოვნა შესრულდება მხოლოდ იპოთეკის

მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. კრედიტორი ვალდებულია, საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე

იპოთეკის მოწმობა გადასცეს ვალდებულების შემსრულებელს.

3. მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთანავე კრედიტორი ვალდებულია, იპოთეკის მოწმობაში

შეიტანოს შესაბამისი აღნიშვნა.

4. იპოთეკის შესახებ გარიგების დამმოწმებელი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დეპონირებით

მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 289 4 . იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადაცემა

1. იპოთეკის მოწმობაში მოცემული მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის მოწმობაზე უფლების გადამცემის

სანოტარო წესით დამოწმებული ხელმოწერით.

2. თუ მოთხოვნის დათმობა ხდება იპოთეკის მოწმობის აუქციონზე გაყიდვით, იპოთეკის მოწმობაზე

კეთდება აღნიშვნა „გაყიდულია აუქციონზე“ და დასტურდება სპეციალისტის სანოტარო წესით დამოწმებული

ხელმოწერით.

3. ბათილია იპოთეკის მოწმობის სხვა პირისთვის გადაცემის აკრძალვა.

4. პირი, რომლის სასარგებლოდაც მოხდა მოთხოვნის დათმობა, ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს

მოვალეს.

5. მოთხოვნის დათმობისას გაითვალისწინება აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესი.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 289 5 . იპოთეკის მოწმობის ძალადაკარგულად გამოცხადება

იპოთეკის მოწმობის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში იპოთეკის მოწმობის

მფლობელი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს საჯარო რეესტრს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო აცხადებს

მას ძალადაკარგულად საერთო წესის საფუძველზე (გამოწვევითი წარმოება).

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 289 6 . იპოთეკის მოწმობის დაგირავება

1. იპოთეკის მოწმობა შეიძლება დაგირავდეს მისი მფლობელის ან სხვა ნებისმიერი პირის სასარგებლოდ,

ფასიანი ქაღალდების დაგირავებისთვის დადგენილი წესით.

2. იპოთეკის მოწმობის გირავნობა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მუხლი 289 7 . იპოთეკის მოწმობის გაუქმება

1. იპოთეკის მოწმობა უქმდება:

ა) იპოთეკის მოწმობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში;

ბ) უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის იპოთეკის მოწმობის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში.

2. იპოთეკის მოწმობის გაუქმება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 289 8 . იპოთეკის მოწმობის უპირატესობა საჯარო რეესტრის ჩანაწერთან

იპოთეკის მოწმობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება

იპოთეკის მოწმობას.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 290. უძრავი ნივთის იპოთეკით რამდენჯერმე დატვირთვა

ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის

შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 291. იმ უძრავი ნივთის მესაკუთრის უფლება, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი

მოთხოვნის პირადი მოვალე

1. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის

პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად

მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების

გამო.

2. თუ მოთხოვნის შესრულების ვადა დამოკიდებულია სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის

შეტყობინებაზე, მოშლა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც ამის შესახებ მესაკუთრე

განუცხადებს კრედიტორს ან კრედიტორი – მესაკუთრეს.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 292. მესაკუთრის უფლება კრედიტორის დაკმაყოფილებისას

1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის

შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება.

2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს

დააკმაყოფილებს.

3. (ამოღებულია - 11.05.2007, No4744) .

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 293. იპოთეკის გავრცელება უძრავი ნივთის ნაყოფზე

იპოთეკა არ ვრცელდება უძრავი ნივთის ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 294. იპოთეკით დატვირთული ნივთის მოვლის მოვალეობა

1. მესაკუთრე ვალდებულია, ისე განახორციელოს ნივთის მოვლა-პატრონობა, რომ იპოთეკის მიზანს არ

შეექმნას საფრთხე. საფრთხის შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია, მესაკუთრეს განუსაზღვროს შესაბამისი ვადა

ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. თუ იპოთეკით დატვირთულ ნივთს ფლობს კრედიტორი, ნივთის

მოვლა-პატრონობის მოვალეობა მასვე ეკისრება.

2. თუ ნივთი დაზღვეულია, მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდა დამზღვევისათვის ვითარების

გაუარესების შემდეგ მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ კრედიტორს უკვე

ეცნობა. კრედიტორს შეუძლია წინ აღუდგეს თანხის გადახდას, თუ იგი შიშობს, რომ თანხა არ იქნება

გამოყენებული ნივთის აღსადგენად.

3. თუ ირკვევა, რომ მესაკუთრე ვერ ასრულებს ნივთის მოვლის მოვალეობას, კრედიტორს უფლება აქვს,

მოითხოვოს მისთვის ნივთის სამართავად გადაცემა. გადაწყვეტილებას ასეთი მოთხოვნის შესახებ იღებს

სასამართლო.

4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება, რომლითაც მესაკუთრე კრედიტორის

წინაშე იღებს ვალდებულებას, არ გაასხვისოს, არ ისარგებლოს ან სხვანაირად არ დატვირთოს უძრავი ნივთი,

ბათილია. ასეთი გარიგებების ნამდვილობა მესამე პირთათვის არ შეიძლება დამოკიდებული იყოს

კრედიტორების თანხმობაზე.

5. იპოთეკის ხელშეკრულებით მესაკუთრემ კრედიტორის წინაშე შეიძლება აიღოს ვალდებულება, რომ მის

საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს არ დატვირთავს აღნაგობის უფლებით.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი No5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.

მუხლი 295. იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის გადაცემა სხვა პირისთვის

იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება

იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის

იპოთეკაც. მოთხოვნის გადაცემა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ნამდვილად, როდესაც წერილობითი ფორმით

დადებული გარიგება იპოთეკის დადგენის შესახებ ან იპოთეკის მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

გადაეცემა ახალ კრედიტორს ( ამ კოდექსის 289 4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით).

მოთხოვნის გადაცემა რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაცემულია

იპოთეკის მოწმობა.

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 296. მოვალის ვალდებულება ახალი კრედიტორის წინაშე

თუ ახალ კრედიტორზე მოთხოვნის გადასვლის შემდეგ მოვალე უხდის ძველ კრედიტორს, ეს გადახდა არ

ათავისუფლებს მას ახალი კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან მაშინაც, როცა მან გადასვლის შესახებ

არაფერი იცოდა.

მუხლი 297. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის პრეზუმფცია ახალ კრედიტორზე იპოთეკისა და

მოთხოვნის გადასვლისას

იპოთეკა და მოთხოვნა ისევე გადადის ახალ კრედიტორზე, როგორც იყო ძველი კრედიტორის ხელში.

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი, კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარე, მიიჩნევა

სწორად. ამ შემთხვევაში მოვალეს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მოთხოვნა არ არსებობს. ეს წესი არ გამოიყენება

მაშინ, როცა ახალმა კრედიტორმა იცოდა რეესტრის უსწორო ჩანაწერის შესახებ.

მუხლი 298. მესამე პირის უფლებები

1. (ამოღებულია - 11.05.2007, No4744) .

2. თუ პირადი მოვალე დააკმაყოფილებს კრედიტორს, იპოთეკა მასზე გადადის იმ ფარგლებში, რა

ფარგლებშიც მას შეუძლია მესაკუთრისაგან ანაზღაურების მოთხოვნა.

საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი No1902 – სსმ I, No4, 22.01.2003 წ., მუხ.20

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 299. კრედიტორის უარი მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე

1. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე და კრედიტორი უარს ამბობს მოთხოვნაზე ან იპოთეკაზე,

მესაკუთრე ხდება იპოთეკარი. უარს იურიდიული ძალა აქვს მაშინ, როდესაც იგი რეგისტრირებულია საჯარო

რეესტრში.

2. თუ კრედიტორი უარს ამბობს იპოთეკაზე, მაგრამ არა მოთხოვნაზე, მაშინ პირადი მოვალე მაინც

თავისუფალი იქნება, თუ მას თავის მხრივ იპოთეკიდან ანაზღაურების მიღება შეეძლო.

3. თუ მესაკუთრეს აქვს შეცილების უფლება, რომლითაც გამოირიცხება იპოთეკის ხანგრძლივად გამოყენება,

მაშინ მას შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს უარი თქვას იპოთეკაზე.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 300. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადასვლა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში

1. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი

მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის

(იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის

მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს.

1 1 . თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, იგი

კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის

საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით.

2. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას

იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ

კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2 1 . თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი

დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული

სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ

შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული

უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში

გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან

იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება

დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი

დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და

დამატებითი წესი.

3. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი

მოთხოვნის დაკმაყოფილებას და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი არ გადავა კრედიტორის

(იპოთეკარის) საკუთრებაში ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო

ფურცელს, თუ ამის თაობაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსმა სანოტარო აქტში წერილობით

განმარტა სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ნოტარიუსის მიერ გაცემული

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა

შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი No638 – სსმ I, No48, 16.12.2000 წ., მუხ.138

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329

საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი No1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 301. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა

1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა,

იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა

რამ არ არის გათვალისწინებული.

1 1 . მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ

შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა

საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა

შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

1 2 . თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი

დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული

სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ

შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული

უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ

არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის

სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი

ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან

განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.

2. რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“

საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე მხოლოდ ამ კოდექსის 302-ე მუხლის

მე-6 ნაწილით , 306 1 –306 3 მუხლებით, 306 5 მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით

დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი No3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

მუხლი 302. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია

1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის

წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს,

მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.

1 1 . სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება

იძულებით აღსრულებად.

2. ყოველი დათქმა, რომელიც მესამე პირებს მათი თანხმობის გარეშე აკისრებს ვალდებულებებს, ბათილია,

რაც არ იწვევს აუქციონის შესახებ შეთანხმების ბათილობას.

3. კრედიტორისა და მესაკუთრის შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს აუქციონისაგან განსხვავებული

რეალიზაციის ფორმა.

3 1 . კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ

გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია

შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

4. თუ კრედიტორი და მესაკუთრე ვერ თანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან უძრავი ნივთის

რეალიზაციის სხვა ფორმაზე, სასამართლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს უძრავი ნივთის

აუქციონზე იძულებით გაყიდვის საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ნივთის აუქციონზე

იძულებით გაყიდვის შესახებ აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით

დადგენილი წესით .

5. სპეციალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, მათ შორის, კრედიტორი, მოვალე ან

მესაკუთრე.

6. სპეციალისტი ვალდებულია აუქციონის შესახებ შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ

უფლებამოსილ პირებს.

7. ყადაღადადებული ნივთის სპეციალისტის მეშვეობით რეალიზაცია დაუშვებელია.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი No2284 - სსმ I, No45, 21.12.2009წ., მუხ.329

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი No3368 - სსმ I, No39, 19.07.2010წ., მუხ.241

მუხლი 303. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნაყოფი

უძრავ ნივთზე აუქციონის გამოცხადებიდან ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მესაკუთრე

კარგავს უფლებას, დაიტოვოს ნივთის ნაყოფი.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 304. აუქციონის თავიდან აცილება

1. მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს მესაკუთრესთან შეთანხმებით ან/და მესამე პირს, რომლის უფლებაც

შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს, აუქციონის ჩატარებამდე მოთხოვნის

დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს აუქციონი.

2. მესამე პირის უფლების შელახვის ფაქტს ადგენს სასამართლო.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 305. კრედიტორის, მოვალისა და მესაკუთრის მონაწილეობა აუქციონში

კრედიტორი, მოვალე და მესაკუთრე უფლებამოსილი არიან თვითონაც მიიღონ მონაწილეობა აუქციონში,

რომლის დროსაც მოვალემ და კრედიტორმა ისეთი უზრუნველყოფა უნდა წარმოადგინონ, რომელსაც ექსპერტი

ჯეროვნად მიიჩნევს.

მუხლი 306. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ

ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება სპეციალისტთან შეაქვს

კრედიტორს (კრედიტორებს). განცხადებაში უნდა აღინიშნოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი,

მესაკუთრე, მოვალე, მოთხოვნა და ხელშეკრულება.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304.

საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი No3368 - სსმ I, No39, 19.07.2010წ., მუხ.241

მუხლი 306 1 . აუქციონის გაუქმება ან შეწყვეტა

1. აუქციონი უქმდება, თუ აუქციონის შესახებ განცხადების შემტანი კრედიტორი უკან გაიტანს მას.

2. აუქციონი წყდება, თუ აუქციონის ჩატარებამდე მოვალე ან მესამე პირი, რომელიც უფლებამოსილია,

დააკმაყოფილოს კრედიტორი, გადაიხდის მის დასაკმაყოფილებლად და ყველა სხვა ხარჯის დასაფარავად

საჭირო თანხას.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 306 2 . აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის დადგენა

1. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს ადგენს სპეციალისტი, რის შესახებაც იგი აუქციონის

ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი;

ბ) სპეციალისტის სახელი და მისამართი;

გ) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

დ) უძრავი ნივთის საწყისი ფასი;

ე) უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და მოკლე აღწერა;

ვ) განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა სხვა პირი, რომელსაც უფლებები აქვს უძრავ ნივთზე, ვალდებულია,

ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარადგინოს აუქციონის დაწყებამდე;

ზ) აუქციონის პირობები.

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

1 1 . თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით

ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა

აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს

ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

2. აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ განცხადება ქვეყნდება საჯაროდ, მასობრივი

ინფორმაციის საშუალებებით.

3. სპეციალისტი აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს აცნობებს საქართველოს

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით .

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 306 3 . აუქციონის ჩატარების წესები

1. აუქციონს ატარებს სპეციალისტი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.

2. სპეციალისტი აუქციონის ჩატარებამდე ადგენს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებებიდან

რომელი სარგებლობს უპირატესი უფლებით იმ კრედიტორის პრეტენზიასთან შედარებით, რომლისთვისაც

ხორციელდება აღსრულება.

3. აუქციონზე სპეციალისტი აცხადებს:

ა) რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უპირატესი უფლებები იმ კრედიტორის მოთხოვნასთან

შედარებით, რომლისთვისაც ხორციელდება აღსრულება, ძალაში რჩება და გადახდით არ დაკმაყოფილდება;

ბ) თუ რა ღირებულება აქვს გარდამავალ უფლებებს (კრედიტორის მოთხოვნასთან შედარებით უპირატეს

უფლებებს ან უფლებებს, რომლებიც გადაჰყვება უძრავ ნივთს აუქციონის წესით მისი რეალიზაციის შემდეგ).

4. სპეციალისტი მონაწილე მხარეებს აუქციონის პროცესის დაწყებამდე განუმარტავს აუქციონის პირობებს.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

მუხლი 306 4 . აუქციონის ჩატარება

1. აუქციონი ტარდება კრედიტორის მიერ სპეციალისტთან განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

2. უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური

ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა

გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული.

3. ფასის ბოლო შემოთავაზება უნდა გამოცხადდეს სამჯერ და ხმამაღლა.

4. აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარადგინოს საბანკო გარანტია, რომელიც

უზრუნველყოფს მონაწილის მიერ თანხის სრულად დაფარვას აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში. საბანკო

გარანტიის ოდენობა შეადგენს უძრავი ნივთის საწყისი ფასის ერთ მეათედს. საბანკო გარანტიის პირველადი

ბენეფიციარი არის კრედიტორი.

5. თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება,

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი

აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული

კანონით დადგენილ მოთხოვნას.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 306 5 . აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობა

1. აუქციონზე ქონების შემძენს გადაეცემა სპეციალისტის შესაბამისი განკარგულება, რომელშიც უნდა

აღინიშნოს შეძენილი ქონება, აუქციონზე ქონების შემძენი, ფასი და აუქციონის პირობები. აუქციონთან

დაკავშირებულ განკარგულებებზე სპეციალისტის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულოა.

2. აუქციონზე ქონების შემძენს ევალება, გადასახდელი თანხა ერთი კვირის განმავლობაში შეიტანოს

სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე. იპოთეკის ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით შეიძლება

დადგინდეს თანხის გადახდის სხვა წესი, რაც წინასწარ უნდა განისაზღვროს აუქციონის პირობებში.

3. განკარგულება ცხადდება აუქციონზე.

4. განკარგულება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ აუქციონზე

ქონების შემძენს საკუთრების უფლება წარმოეშობა მხოლოდ ფასის სრულად გადახდის შემდეგ.

5. საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებითაც

დატვირთული იყო უძრავი ნივთი და რომლებიც რეგისტრირებულია აღსრულების განმახორციელებელი

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.

6. აუქციონზე გაყიდული უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება

საკუთრების გადასვლის მომენტისათვის ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის

მონაწილე.

7. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე

კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი No3887 - სსმ I, No67,09.12.2010 წ., მუხ.415

მუხლი 306 6 . აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის გაუქმება

თუ სპეციალისტი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ მითითებულ სადეპოზიტო

ანგარიშზე არ მიიღებს აუქციონზე ქონების შემძენის მიერ გადასახდელ თანხას ან/და თუ დაადგენს, რომ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს,

სპეციალისტი აუქმებს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის შესახებ განკარგულებას და ატარებს

ხელახალ აუქციონს, რომელიც განმეორებით აუქციონად არ მიიჩნევა.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი No4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 307. მეორე აუქციონი

1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი 10 დღის ვადაში

ნიშნავს მეორე აუქციონს.

2. მეორე აუქციონი უნდა გამოცხადდეს იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი.

ამასთანავე, უნდა მიეთითოს, რომ აუქციონი ტარდება მეორედ.

3. მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე

შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო

მცირე თანხა.

4. (ამოღებულია - 19.12.2008, No826) .

5. თუ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის

(უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთანხმებით შესაძლებელია მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის

უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში ხარჯების დაფარვა დაეკისრება კრედიტორს.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სპეციალისტი

ატარებს მესამე აუქციონს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. მესამე აუქციონზე უძრავი ნივთის

გაყიდვის წესს განსაზღვრავს სპეციალისტი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უძრავი

ნივთი გაიყიდოს.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

მუხლი 308. ხარჯების დაფარვა

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები

უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: ხარჯები, კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები

თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს .

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

მუხლი 309. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო

თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ

მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი No219 - სსმ I, No17, 28.07.2008წ., მუხ.135

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი No826 - სსმ I, No41, 30.12.2008წ., მუხ.304

მუხლი 310. ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი)

1. იძულებითი აღსრულებისათვის უფლებამოსილი იპოთეკარის განცხადების საფუძველზე სასამართლოს

შეუძლია აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი).

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

ასეთ შემთხვევაში სასამართლო მართვის ფუნქციას გადასცემს მმართველს, რომელიც შეიძლება იყოს

იპოთეკარიც.

2. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ უნდა მოუსმინოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ

პირებს, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს იძულებითი მართვით.

3. მმართველი იღებს ნივთისაგან ნაყოფს და განაწილების გეგმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს თვითონ

და ამტკიცებს სასამართლო, ანაწილებს მას წლის ბოლოს ყველა დანახარჯის გამოკლებით, რომელთაც

მიეკუთვნება მართვის ხარჯებიც.

4. იძულებითი მართვა უნდა გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ

მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის

იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნივთის იძულებითი მართვის (სეკვესტრის)

გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

საქართველოს 2013 წლის 25 დეკემბრის კანონი No1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

კარი მეოთხე

საჯარო რეესტრი

მუხლი 311. საჯარო რეესტრის დანიშნულება

1. საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე

საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

2. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის წესები და პირობები განისაზღვრება კანონით.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 311 1 . საჯარო რეესტრში გარიგების წარდგენის წესი

1. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში

რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან

გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი

წესით.

2. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი

პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების

მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული

გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის

მომენტიდან.

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი No3879 - სსმ I, No48, 22.12.2006 წ., მუხ.321

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია

1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის

ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა .

2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და

ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად,

გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ

ჩანაწერი უზუსტოა.

3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია

გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ

არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე,

გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო

რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა

თანამესაკუთრეც.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი No5127 - სსმ I, No27, 17.07.2007წ., მუხ.260

მუხლი 313. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 314. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

http://www.matsne.gov.ge 040.000.000.05.001.000.223

მუხლი 315. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი No4744 - სსმ I, No18, 22.05.2007წ., მუხ.158

ოფიციალური წყარო და ტექსტის რედაქცია

ოფიციალური დასახელება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

იურისდიქცია: საქართველო

ოფიციალური დოკუმენტი Matsne-ზე

მიღების თარიღი:

LIDA.ge-ზე განთავსებული ტექსტი არაოფიციალური ხელახალი გამოცემაა. ოფიციალური დოკუმენტი იხილეთ Matsne-ზე.

ამ ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ ოფიციალურ რედაქციასთან ცალკე არ არის დადასტურებული. გამოყენებამდე გადაამოწმეთ შესაბამისი რედაქცია Matsne-ზე.